ფეხბურთი

22:14 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეჰმედი "ვოლფსბურგში" გადაბარგდა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლევერკუზენის" ყოფილი შემტევი ადმირ მეჰმედი 2022 წლის ივლისამდე "ვოლფსბურგის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია "მგლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელის ტრანსფერო "ვოლფსბურგს" 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

მეჰმედი "ბაიერის" რიგებს 2015 წელს "ფრაიბურგიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 86 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112238