საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“, რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 2 მოიგო და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, რუსთაველები 30 იანვარს სიდეში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, კოკა სეფიაშვილი, სოსო ქარდავა;
მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ავთანდილ ენდელაძე, ავთანდილ ბრაჭული, თორნიკე კირკიტაძე, ალბერტ ცხოვრებოვი;
ნახევარმცველები: ავთანდილ გუჯაბიძე, დათა სიჭინავა, ლუკა სილაგაძე, პაპუნა ფონიავა, გიორგი პაპავა, მიხაილ გორელიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, მათე კვირკვია, ლუკა ზვიადაძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე, რევაზ ბარაბაძე, ბექა მიქელთაძე, ზაზა ციცქიშვილი, ბექა ქავთარაძე.
შეკრებაზე გასამართი ამხანაგური მატჩებისა და გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ „რუსთავი“ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.