ჩოგბურთი

18:37 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკის ნანატრი გამარჯვება და რეიტინგში დაბრუნებული პირველი ადგილი (+VIDEO)

დანიელმა ჩოგბურთელმა ქეროლაინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. 27 წლის მოთამაშემ ფინალურ შეხვედრაში სიმონა ჰალეპი 7:6, 3:6, 6:4 დაამარცხა და დიდი სლემის გამარჯვებული პირველად გახდა. ამავდროულად, ვოზნიაცკიმ რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა. პირველად დანიელი ქალთა რეიტინგს სათავეში 2010 წლიდან 2012 წლამდე 67 კვირის განმავლობაში ედგა.

განვლილი მატჩში მაყურებლებმა მეტოქეების 5-5 ბრეიკი იხილეს, გადამწყვეტი კი მესამე სეტი იყო, როდესაც კაროლინმა მეათე გეიმზე მეტოქის მოწოდებაზე მოიგო. ვოზნიაცკიმ გათამაშებიდან ქულა 25-ჯერ აიღო, ხოლო ჰალეპმა - 40-ჯერ. შეცდომებში ასევე სიმონა ლიდერობდა - 47:27, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის ბედი. რუმინელს ფეხის ტრავმა ჰქონდა და სამედიცინო შესვენებაც აიღო, მატჩის შემდეგ კი აღნიშნა, რომ ტრავმა ძალიან აწუხებდა, თუმცა მოსაგებად და ოცნების ასახდენად ბოლომდე იბრძოლა.

ჰალეპი, ისევე როგორც ვოზნიაცკი, მესამედ იყო დიდი სლემის ფინალში. რუმინელი აქამდე საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში 2014 და 2017 წელს დამარცხდა, ხოლო დანიელი - ამერიკის ღია პირველობაზე 2009 და 2014 წელს. სიმონამ რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა და ახლა ვოზნიაცკის (7965) 250 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116829