ფეხბურთი

17:35 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედომ“ პირველი სპარინგი დიდი ანგარიშით მოიგო

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქუთაისელებმა თავიანთ ბაზაზე ლიგა 2-ის წარმომადგენელ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და 5:1 იმარჯვეს.

კახა ჩხეტიანის შეგირდთაგან დუბლით გამოიჩა თენგიზ წიქარიძე, თითო გოლი კი გიგაურმა, კაპანაძემ და მეგრელაძემ მიითვალეს. „სამგურალის“ გოლი ლაღიძის ანგარიშზეა.

წყალტუბოელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდებმა მატჩი ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:

ტორპედო” (ქუთაისი) – “სამგურალი” (წყალტუბო) 5:1

ტორპედო: კვასხვაძე, კორობკა, ქიმაძე, გიგაური, ხურცილავა, მამასახლისი, ტუღუში, კუხიანიძე, დოლიძე, წიქარიძე, ბოხაშვილი

მეორე ტაიმი: ქვილითაია, მამასახლისი, გურული, ტაბატაძე, ტუღუში, ჩერჩესოვი, წიქარიძე, ფურცხვანიძე, კუტალია, სარდალიშვილი, კაპანაძე, მეგრელაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ხელაძე, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე, ბრეგვაძე, საღრიშვილი, ლაღაძე, ჩხეტიანი

მეორე ტაიმი: ნუცუბიძე, კაკუშაძე, ნერგაძე, ენდელაძე, შალიკაშვილი, ხარაბაძე (გოგიჩაიშვილი),ზ.ფანცხავა, ჯანელიძე, ჩავჩიძე, ჩიხლაძე, ღონღაძე

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

გოლები: 1:0 წიქარიძე (3), 2:0 გიგაური (16), 2:1 ლაღაძე (18),3:1 წიქარიძე (38), 4:1 კაპანაძე (49), 5:1 მეგრელაძე (60)

0.112675