ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "რეალი" შინ "ლეგანესთან" სენსაციურად დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მადრიდელებს გასვლაზე ასენსიოს გოლით ჰქონდათ მოგებული, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდნენ. "ლეგანესი" კი კოპა დელ რეის 1/2 ფინალში პირველად ითამაშებს.









