ბელგიის ჩემპიონატში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” შინ 3:0 მოუგო “ლოკერენს” და მეოთხე ადგილზეა. როგორც დავაანონსეთ, ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად იყო და მწვრთნელმაც მისცა თავის გამოჩენის საშულება, რაც ქართველმა მშვენივრად გამოიყენა.
ჩაკვეტაძე 42-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ორ წუთში მისი აქტიურობის შედეგად გავიდა პირველი გოლი. მატჩის მიწურულს კი ქართველმა თავად გაიტანა: საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ერთი მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა. ამ გოლით 3:0 გახდა ანგარიში (VIDEO).
მთლიანობაში, ჩაკვეტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა. დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაშიც ნაკლებად ჰქონდა წუნი.