ფეხბურთი

17:53 | 18.01.2018 | ნანახია 1253 - ჯერ

გორის "დილა" კოვტალიუკით და გოგიაშვილით გაძლიერდა

გორის "დილა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახლებიც. ამჯერად გუნდს ქართველი მცველი ჯემალ გოგიაშვილი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდნენ.

29 წლის გოგიაშვილი ბოლო პერიოდში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონში 25 თამაში ჩაატარა.

22 წლის კოვტალიუკმა წინა სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უკეთესი მაჩვენებელი ქონდა თბილისურ გუნდამდე, როდესაც ფოთის "კოლხეთის" რიგებში ერთ-ერთი ლიდერი იყო და 10 გოლიც გაიტანა, რითაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

გორის "დილას" პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:08 | 18.01.2018
rigeli (1147)

თუ ვინმემ იცით რამე ---ტორპედოში ---რა ხდება ზაალ თყ იყიდე ტორპედო მიხედე და ხალი მოიყვანე კარგი თორემ შარშანდელი შედეგი სანარელი გაგვიხდება და მერე შენც კი იცი რა ლოცვები წავა თქენსკენ

19:50 | 18.01.2018
lagashi (6738)

კოვტალიუკი თუ ისე ათამაშდა როგორც ფოთში იყო, მაშინ მართლა კარგი დანამატი იქნება

19:17 | 18.01.2018
ogafa (10230)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067466
სარეკლამო ადგილი - 99
X x X