პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. The Telegraph-ის ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმეს და მას ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.
დეკემბერში დაწყებული მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და თანამშრომლობა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. კონტრაქტში ჩადებულია ოფცია, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, შესაძლოა, ერთი წლით გახანგრძლივდეს.
ახლა მიმდინარეობს ყველა საჭირო დოკუმენტის მოწესრიგება, რის შემდეგაც მოურინიო ახალ კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს.