კალათბურთი

11:29 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტიტები“ იწყებს

დღეს სტარტს აიღებს საქართველოს საკალათბურთო ა-ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ორ წრედ ჩატარდება. ორი წრის დასრულების შემდეგ პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის სისტემით იბრძოლებენ სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

პირველი ტურის ორი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახელში დღეს გაიმართება: 16:15 საათზე „არენა-76“ „წყალტუბოს“ შეხვდება, 18:15 საათზე „ტიტები’’-“კავკასიას“, ხვალ კი, 18:15 საათზე, „თსუ-ჰიუნდაისა“ და „თბილისის“ მატჩია დაგეგმილი.

სასტარტო დაპირისპირების წინ „ტიტების“მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ და ქაქუცა აბაიშვილმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთეს.

დავით უსტიაშვილი: „კავკასია’’ საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, დაიმატა ლეგიონერები. სამწუხაროდ, არ ვიცით თუ რა დონის მოთამაშეები არიან.

ჩვენს გუნდს რაც შეეხება, უკვე დიდიხანია ვემზადებით . ამ ეტაპზე ისეთ ფორმაში არ ვართ, როგორც პლეი ოფში ვიქნებით, რადგან თამაშები გვაკლია.ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ და კარგ, ბრძოლისუნარიან გუნდს შევკრავთ“.

ქაქუცა აბაიშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, რაც მთავარია ტრავმები არავის არ გვაწუხებს. საფუძვლიანად გავიარეთ მოსამზადებელი პერიოდი და ველოდებით პირველ შეხვედრას. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს“.

ბესიკ ლეჟავა: „თვეზე მეტია დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი. სასტარტო თამაშისთვის ტაქტიკურად და ფიზიკურად მზად ვართ. ბიჭებიც მონდომებულები არიან და მაქსიმალურად ვეცდებით კარგად დავიწყოთ ა-ლიგა“.

0.112119