დასრულდა ზამთრის თასი-2018, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობდა. ვარსკვლავთა ექვსგუნდიანი ტურნირის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა. ისევე როგორც შარშან, წლეულსაც ჩვენებმა იჩემპიონეს.
ფინალში საქართველომ 6:3 აჯობა ესპანეთს.
ნახევარფინალსა და ფინალში ერთად აღებული, კახა კალაძემ 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად თბილისის მერმა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.
ასევე, მშვენივრად ითამაშეს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გივი კვარაცხელიამ, ალექსანდრე ამისულაშვილმა და სხვებმა...
საუკეთესო მეკარე - ხულიო იგლესიასი (ესპანეთი);
საუკეთესო ბომბარდირი - კახა კალაძე (საქართველო);
საუკეთესო ფეხბურთელი - მილენკო აჩიმოვიჩი (სლოვენია; უეფა);
ბოლოს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას შეგახსენებთ: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე; მამუკა მაჭავარიანი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით სირაძე, გივი კვარაცხელია
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი