გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ექსფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერს საკმაოდ უცნაური წინადადება აქვს. სამოყვარულო გუნდი “ბონ ჰალე” “ბასტის” თავისთან ეპატიჟება, თუმცა გასამარჯელოს სანაცვლოდ 20 სახეობის ლუდს, ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთსა და მეუღე ანა ივანოვიჩისთვის სხვა და სხვა წვრილმანებს ჰპირდება.
ამის შესახებ გერმანული გუნდის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი. 33 წლის ნახევარმცველს აღნიშნულთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, კომენტარი არ გაუკეთებია.
შვაინშტაიგერს ახლახან “ჩიკაგო ფაირთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. გერმანული მედიის ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდება.