სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

11:29 | 11.01.2018 | ნანახია 3342 - ჯერ

დიურანტის 40 და ფაჩულიას 12 ქულა “გოლდენ სტეიტს” მოსაგებად არ ეყო (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “გოლდენ სტეიტმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლა და ოკლენდელთაგან მეორე ბომბარდირი ქართველი ცენტრი გახდა. ბომბარდირმა კევინ დიურანტმა კი 40 ქულა მოინაგრა.

სამწუხარო ისაა, რომ “გოლდენ სტეიტმა” ეს მატჩი წააგო – 106:125, რისი მიზეზიც ლოსანჯელესელთა მსროლელი ლოუ უილიამსი გახლდათ. “კლიპერსის” არქიმექულემ 50 ქულა მოაგროვა, რითაც ლიგის ლიდერ “უორიორზს” მოგების შანსი მოუსპო.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყო, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ კლეი ტომპსონს და სტეფ კარის. დიურანტის 40 და ფაჩულიას 12 ქულის შემდეგ, ოკლენდელთაგან ყველაზე მეტი – 9 ქულა, ანდრე იგუდალამ მოაგროვა.

33 მოგებითა და 9 წაგებით “გოლდენ სტეიტი” როგორც დასავლეთ კონფერენციას, ისე სრულიად ლიგას ლიდერობს. შემდეგი მატჩი ოკლენდელებს 13 იანვარს, მილუოკიში “ბაქსთან” ელით.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:00 | 11.01.2018
გ.ი.გ.ზ.ი. (4003)

ეს წაგება სათვალავში ჩასაგდები არ არი ხდება ხოლმე, აი შემდეგი სამი თამაში ძაან რთული აქვთ სამი გასვლა თან ვისთან მილუოკი ტორონტო კლივლენდი მგონია სამივეს მოიგებენ

15:55 | 11.01.2018
FEDAL (6468)

ადმინ ბექას რომ ბლოკი მოხსნა არ გიფიქრია რა იყო ფორუმელების აზრს რომ არ ითვალისწინებ კაცის უპრიჩინოდ დაბლოკვა არ გამიგია

15:44 | 11.01.2018
FEDAL (6468)

iloreli თუ თვლი რომ გოლდენის წაგება მნიშვნელოვნი მოვლენაა მაშინ მეფეთ მეფის კობიზე და ჯორდანზე მარად დიადი ბუმბერაზი კაცის კუნთების კუნთის ჯა....ა არ არის მნიშვნელოვანი მოვლენა

16:30 | 11.01.2018
iloreli (2074)

ვერ გავიგე რაზე მეკამათები ??? ამ ფორმაციის გოლდენი წაგება რო მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი ამბავია???
კუნთების კუნთზე რა დაწერე ეგეც ვერ გავიგე. იზვინი

16:46 | 11.01.2018
FEDAL (6468)

და გაუგებარი რა დავწერე თუ ადმინი გოლდენის წაგებას წამსჰი დებს და ლებრონს რო ხმარობენ მაგაზე სტატია არ იდება ეგ არაფერი თუ გოლდენის წაგება მნიშვნელოვანი მოვლენაა მეფეთ მეფის ჩაქაქვა არაა მნიშვნელოვანი, ამაღ თუ დეროზანმა ატაკა კუნთოვან დუმებში მეფეს ხვალ აკ სტატიას კაციშვილი არ დადებს და თუ დაიდო ისიც ღამის 12 საათზე თუ სამგი დათო სტეროიდების მეფემ ეგრე გაღვიძებულზე ცხელ ცხელ დაწერენ აქ იმედია გაიგებ ძმაო ეხლა რაც დავწერე

17:22 | 11.01.2018
iloreli (2074)

ეხლა გავიგე... ხოდა მეც მანდ ვარ რო ლებრონის წაგება ჩვეულებრივი ამბავია და არც დაწერენ მაგას, მაგრამ გოლდენის წაგება უკვე თემაა და უნდა დაიწეროს სამმაგს რაც შეეხება ლებრონის კალიბრის იგროკისტვის სამმაგი ჩვეულებრივი ამბავია და არც მაგაზე უნდა იწერებოდეს ჩემი აზრით
ისე ტორონტოს მოუგებენ მგონია, აიზეას 30 ქულას ველოდები

17:49 | 11.01.2018
FEDAL (6468)

უნდა მოუგონ თან დინოზავრებს ლოური და სერჯი არ ყავთ მაგრამ ეგრე ამათ საკრამენტოსთვისაც უნდა მოეგოთ

20:59 | 11.01.2018
iloreli (2074)

საკრამენტომ წელს გოლდენსაც დაარჭო

15:04 | 11.01.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9520)

"არქიმექულე" მოშნი ტერმინია. მიუხედავად იმისა, რომ ლუ ვილიამსი ბოლო თამაშებში საშუალო 35 ქულით ვარგობს, ჯერ მაინც ნაადრევია მისი ამგვარი ეპითეტებით შემკობა
გოლდენის წაგების მიზეზი სახეზეა: დურანტის 40 ქულის მერე მეორე ბომბარდირს რომ მხოლოდ 12 ექნება მოქუჩებული, წააგებ აბა რას იზამ ? ერთი ლიდერის დანაკლისს არ იმჩნევენ მუხიანელები, აი ორი წამყვანი იგროკის დასვენება კი უკვე პრობლემაა მათთვის. კიდევ კარგი !!!
მეომრებს ასეთი "წკიპურტებით" შაკიკს ვერავინ გაუჩენს, მარტივად გადახარშავენ. აი კლიპერსისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო - სატურნირო თვალსაზრისითაც და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად.
მაგრამ სამწუხაროდ ხშირ ტრავმიანობას რკინის ფსიქოლოგიითაც ვერ უწამლებ

14:51 | 11.01.2018
tiko (5086)

ზაზა კარგი ხარ

13:54 | 11.01.2018
NudeDude (652)

ეს მარცხი კი ყველამ კარგად იცის ფაქტიურად არაფრის მთქმელი მარცხია და გოლდენ სტეიტი ისევ და ისევ უპირობო ფავორიტია საჩემპიონო ბრძოლაში! ვერ წარმომიდგენია ეს გუნდი როგორ ვერ უნდა გახდეს ჩემპიონი! Let's go warrriooorsss!

13:52 | 11.01.2018
NudeDude (652)

ყველაზე მეტად ის მისწორდება ზაზას ძალიან კარგი ქიმია აქვს გუნდის ლიდერებთან, როგორც სტეფთან ასევე კეიდისთან. ეს არის ერთერთი გადამწყვეტი ასპექტი მისი გუნდში მნიშვნელობისა და ასევე უპირატესობისა მაგკიზე და ვესტზე. კეიდიზე რა უნდა ვთქვათ უბრალოდ მივულოცოთ პლანეტის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო და გამორჩეულ კალათბურთელს +20 000)))

13:54 | 11.01.2018
iloreli (2074)

30 წლის ასაკამდე +20 000 ძალიან მაგარი მიღწევაა...

13:57 | 11.01.2018
NudeDude (652)

ნამდვილად+1

12:53 | 11.01.2018
ogafa (5854)

ზაზა საუკეთესო

12:48 | 11.01.2018
FEDAL (6468)

ვაააა საგოლ რა სწრაფად დაიდო ეგრევე გოლდენმა რო წააგო ადმინ რა შუსტრი ხარ ეგეთი შუსტრი ხვალ დილასაც თუ იქნები როცა კანადაში ტორონტოს ცენტრში მდგარ კოშკს რო გათხრიან იმერატორს უკან მასჰინ ესე სხარტად დადე სტატია

13:52 | 11.01.2018
iloreli (2074)

მე ვთვლი რომ გოლდენის წაგება მნიშვნელოვანი მოვლენაა, ბოლო-ბოლო თვეში ერთხელ თუ წააგებს...

12:12 | 11.01.2018
iloreli (2074)

მიუხედავად გოლდენის დანაკლისისა ვფიქრობ კლიპერსის დანაკლისი უფრო მნიშვნელოვანი იყო, 4 სასტარტო აკლდა კლიპერს და 2 აკლდა გოლდენს...

11:53 | 11.01.2018
Brazilian.Ronaldo (5913)

20000 ქულას გადაცდა.ცოტა ტრამვებისკენაა მიდრეკილი,თუნდაც 2014-15 წლების სეზონი სადაც სულ 27 თამაში ითამაშა,წელს უკვე 11 თამაში აქ გამოტოვებული,შარშან 20 გამოტოვა.ანუ იმის თქმა მინდა,რომ ეხლა 20000-ს კაი ხნის გადაცილებული უნდა იყოს კუნთასავით რკინის კუნთების რომ იყოს.თან კუნთაზე 4 წლით პატარაა და თითქმის 400 თამაშით ნაკლები აქ ნათამაშები.თუ იმ მძორს ეგ კუნთები კიდე კაი ხანს შერჩა მაშინ ვერ გადაასწრებს,თუმცა შანსი რეალური აქვს.4 წელი სხვაობა ცოტა არაა...

12:12 | 11.01.2018
iloreli (2074)

დაახლოვებით 10 000 ქულით ჩამორჩება ,,კუნთას“, ანუ შენ თვლი რო კეიდი 4 წელიწადში შეძლებს ამდენივეს ჩაგდებას?
სეზონში 2500 ქულაა...
ერთი სეზონი ქონდა კეიდის მხოლოდ ისეთი როცა 2500 ქულას ასცდა და ერთხელ მიუახლოვდა
აქვს რათქმაუნდა შანსი, მაგრამ დიდი ალბათობით ვერ შეძლებს...
4 სეზონი უტრავმოტ და საშუალოდ 30 ქულა უნდა ქონდეს რთული წარმოსადგენია მაგრამ არარეალური ნამდვილად არაა ბოლო-ბოლო ქულების მანქანააა ეგ ჩემისა...
მაგრამ 4 წელში ლებრონი სად იქნება ქულებით ეგეც კაი თემაა

11:50 | 11.01.2018
Brazilian.Ronaldo (5913)

დურანტს ცოტა დრო მისცა და წააგეს.ეს კერი მინან*რევშიი იყო დღეს...არც კარი,არც ტომპსონი.და დურანტს 31 წუთი ათამაშა.ტიპი ხოდზე იყო ,40 ქულა 18-14 სროლაში ჩააგდო.ამ დროს როცა სხვა ლიდერები არ არიან ყოველთვის ბევრის თამაში უწევს სხვებს.არაუშავს რეგულარულია,თუმცა 10 წუთით მეტი რომ ეთამაშა +60-ს დადებდა უეჭველი სულ მინიმუმ.

15:23 | 11.01.2018
jora12 (33)

ტრავმის მერე პირველ თამაშს თამაშობდა და შესაბამისად დიდი ხნით ვერ დაიტვირთებოდა. ამერიკელმა კომენტატორებმაც აღნიშნეს რომ ლიმიტირებულ დროს მისცემდა კერი.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.068412