საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი გორის “დილა” ანდრო სოფრომაძემ დატოვა. 24 წლის მცველს “დილასთან” ხელშეკრულება ამოეწურა და მისი განახლება აღარ მოხერხდება.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას სოფრომაძე. გასულ სეზონში მის ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩია, გოლი არ გაუტანია.
თავის დროზე ანდროს “ვიტ ჯორჯიას”, “სასკოს”, “ბორჯომისა” და “საბურთალოს” რიგებში უთამაშია.