ფეხბურთი

15:15 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძემ სადებიუტო შეკრებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გია ცეცაძის ხელმძღვანელობით პირველად შეიკრიბება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები 19-დან 24 იანვრამდე შეკრებას თურქეთში გაივლის, სადაც ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს.

ცეცაძის დებიუტი 21-წლამდელთა ნაკრებში 23 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ შედეგბა. მატჩი ქალაქ ლარაში გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული თამაში ფიფას კალენდარში გათვალისწინებული არაა.

ცეცაძემ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, სადაინაც თურქულ შეკრებაზე წასაყვან ფეხბურთელებს შეარჩევს:

მეკარეები: ლევან შოვნაძე, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთო გოშაძე;

მცველები:
რომან ჩაჩუა, ანრი ჭიჭინაძე, დავით კობოური, აკაკი შულაია, გურამ გიორბელიძე, ირაკლი კომახიძე, ლუკა გადრანი, გიორგი ქანთარია, ავთანდილ გუჯაბიძე, ანდრო გიორგაძე;

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, პაატა ღუდუშაური, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლუკა ნადირაძე, ირაკლი რუხაძე;

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე, ბექა ქავთარაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111009