ფეხბურთი

12:02 | 6.01.2018 | ნანახია 5016 - ჯერ

სულიკო დავითაშვილი რომან ფიფიაზე: “იტყუება!”

ახალი წლის წინა დღეებში WORLDSPORT.GE-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა თბილისის “დინამოს” მფლობელ რომან ფიფიასთან, რომელიც გაბრაზებული იყო მამა-შვილზე, სულიკო და ზურაბ დავითაშვილებზე. ინტერვიუშიც ეს აშკარად ჩანდა. 16 წლის ზურაბ დავითაშვილს “დინამოსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გააგრძელა, გადავიდა თბილისის “ლოკომოტივში”.

ფიფიას ნაუბარს აქაც ნახავთ - რომან ფიფიას ინტერვიუ

ამჯერად კი გთავაზობთ სულიკო დავითაშვილის კომენტარს. შეგახსენებთ, სულიკო დავითაშვილი “ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად დაინიშნა:

“კლუბის მფლობელის დაუკითხავად, რომელი ჭკუათმყოფელი მამა წაიყვანდა შვილს უცხოეთის გუნდში? მე “დინამოში” მწვრთნელად ვმუშაობდი, შვილი კი “დინამოში” თამაშობდა და კონტრაქტი ჰქონდა. და ამ დროს იქ მომუშავე მწვრთნელმა ხელი მოვკიდე შვილს და ფიფიას დაუკითხავად წავიყვანე? ეს ყველაფერი ტყუილია. რომან ფიფიასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო. კვირაში სამჯერ მიბარებდა, ფული როდის უნდა მოიტანოო.

...რატომ არ დარჩა ჩემი შვილი “დინამოში”? ფიფიას ჩვენი ერთი სიტყვისა არ სჯეროდა და მარტო მე ვერ დავალაგებდი ურთიერთობას. ბავშვი ხუთი წელი “დინამოში” იყო და კლუბს ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, ეკუთვნის საკომპენსაციო თანხა, ხოლო “რუბინში” ტრანსფერი რომ განხორციელებულიყო, საამისოდ ფიფიამ არაფერი გააკეთა. ხელი შეუშალა პროცესს.

...მოქცეულიყო ისე, როგორც წესი და რიგი იყო, მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეეშალა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის მოლაპარაკება ჩაშალა. ჩემს შვილს რომ “დინამოსთან” კონტრაქტი გაეგრძელებინა, რა გარანტია მქონდა, რომ ფიფია იგივეს არ გაიმეორებდა? ვისაც სიმართლე აინტერესებს, აი, ეს არის სიმართლე. ფიფია კი საკუთარი თავის გარდა არავის ენდობა და რაც თქვენთან ინტერვიუში ილაპარაკა, ტყუილი იყო”.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:49 | 07.01.2018
arsena8 (243)

და ფიფიას მრჩეველი ყავს მაგარი,კომენტატორი სალუქვაძე ერთად აშენებენ დინამოს, თუ არ გამოდით ნუ დაძრახავთ ,უკეთესად არ შეუძლიათ.

02:17 | 07.01.2018
fcdallas96 (8)

ეჰჰ დინამო დინამო ამ დაუნახავების დასაცინი გახდი. რა დაულაგებელს ჩმახავს აბრეზა. თან ფულს ითხოვდაო და თან ხელი შეუშალა გაშვებასო. ეჰეეეე ქემაინც დაალაგე. თუ უშვებდა უნდა ფული მიეღო აბა უფასოდ და თუ ეგრეა, ხელი რაღაზე შეუშალა. ან სად გინდა წაყვანა, პატარაა ჯერ დატოვერა. მიცა კაჭარავამ პირველი გუნდი მეტი მილიონებს ვერავინ გადაიხდიდა და საერთოდ რასაც არასწორად შვება ფიფია კაი ეგ ჩანდა, მაგრამ რაც მაგის ბრალიარაა რა მოდაში გახდა ლანძღვა- გინება. რაუაზროა ქართული ფეხბურთი 16 წლის ბავშვს დინამოს ძირითადი მისცეს და მამამისმა გააქცია ყველაფერი ნათქვამია

20:43 | 06.01.2018
GT (20)

2 კალენდრიან-ფარისეველ უკუღმართ ქვეყნებზე(საქართველო)?!

თუქსუსებით გაივსო ქვეყანა

15:11 | 06.01.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9520)

ღმერთი დაგსჯის აბრეზ მაგ ცილისწამებისათვის. როგორ არ გრცხვენია ?
ამდენი წელია რაც რომა ბიძია დინამოს პატრონია, მისგან ერთი ტყუილი მაინც გაუგია ვინმეს ?

17:14 | 06.01.2018
sabonis (7478)

აბა კაცო, სად რომანა სად ტყუილი.DDDD

17:57 | 06.01.2018
Erovnuli-Nakrebi (8140)

:დ

14:54 | 06.01.2018
sabonis (7478)

ფიფია შეიძლება იტყუება, მარა შენ რატო უშვებდი არასრულწლოვან შვილს რუბინში? ჯერ აქ აჩვენოს თუ რამე შეუძლია და მერე წავიდეს როცა სრულწლოვანი გახდება.

12:41 | 06.01.2018
zzzzz (14)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:29 | 06.01.2018
რაჭა (9229)

შობა -ახალი წელია, თქვე უღმერთოებო (ჰო, გილოცავთ ყველას მრავალს დაესწაით) - გაივლის ეს დღეები და ლანძღეთ ერთმანეთი- ვინ გიშლით????

16:45 | 07.01.2018
ogafa (5854)

+

12:26 | 06.01.2018
dpj-001 (1540)

ასე რო გნიდაა ეგ და მოუშირებელი წურბელა ქართული ფეზვურთის ეგ ფიფია და სფფ კოკაიას ებრძვის

12:26 | 06.01.2018
dpj-001 (1540)

ფიფიაზე ... კაცი არ არსებობს.რასაც დავითაშვილი ამბობს დარწმუნებული ვარ სანახევროდაა მართალი და კიდევ დაინდო ეგ არაკაცი...სინამდვილეში ბევრად უნსგავსოებებს ჩაიდენდა.
ფიფიამ ერთინისეთი არაკაცობა ჩაიდინა ეს რაც ნე ვიცი 100% იანი მარტონის ყოფნის.დინამოში იყინერთი ქართუკი ფეხბურთის იმედის მომცემი ბიჭი...რუსეთიდან აგენტიც იყო ჩამოსული და ბიჭის გამოსყიდვა უნდოდა და ის აგენტი ლოსაბონის სპორტიგში უშვებდა გადაწყვეტილი ამბავი იყო ყველაფერი შეთანხმებული და ბოლოს ქვა ააგდო და თავი შეუშვირა...სუფრა გაშლილი იყი და არ მივიდა,ტელეფონი გათიშა და დაიწყო ისეთი რამ 2 წლის ბავშვიც რონ არ იჯადრებს...საბოლოოდ გაწირა ბავშვი

13:58 | 06.01.2018
ბაგი-რეი (922)

წერა თუ არ იცი კი გაანებე თავი კომენტარების კეთებას

16:49 | 06.01.2018
dpj-001 (1540)

ფიფიაზე ... კაცი არ არსებობს.რასაც დავითაშვილი ამბობს დარწმუნებული ვარ სანახევროდაა მართალი და კიდევ დაინდო ეგ არაკაცი...სინამდვილეში ბევრად უმსგავსოებებს ჩაიდენდა.
ფიფიამ ერთი ისეთი არაკაცობა ჩაიდინა ეს რაც მე ვიცი 100% იანი მარტო ის ყოფნის.დინამოში იყი ერთი ქართული ფეხბურთის იმედის მომცემი ბიჭი...რუსეთიდან აგენტიც იყო ჩამოსული და ბიჭის გამოსყიდვა უნდოდა და ის აგენტი ლისაბონის სპორტიგში უშვებდა გადაწყვეტილი ამბავი იყო ყველაფერი შეთანხმებული და ბოლოს ქვა ააგდო და თავი შეუშვირა...სუფრა გაშლილი იყო და არ მივიდა,ტელეფონი გათიშა და დაიწყო ისეთი რამ 2 წლის ბავშვიც რონ არ იჯადრებს...საბოლოოდ გაწირა ბავშვი

16:50 | 06.01.2018
dpj-001 (1540)

აჰა შეგისწორე და ასე გადაეცი ფიფიას საქართელო პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის

16:47 | 06.01.2018
dpj-001 (1540)

ბრავო ჩაგეთვალა თუ ჩაგერიცხა ეს ვეღარ გავიგე

სტატისტიკა
0.194769