საქართველოს 2015 წლის ჩემპიონ გორის “დილაში” საკადრო ცვლილებები გრძელდება. როგორც “დილას” პრესსამსახური იტყობინება, გუნდმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატა.
გია ჩადუნელი, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ სამუშია დამდეგ სეზონში “დილასთვის” გაირჯებიან.
ჩადუნელი, რომელიც პოზიციით მცველია, ბოლოს “შუქურას” რიგებში ირჯებოდა (13 მატჩი 1 გოლი). ასევე მცველია სუხიაშვილი და გასულ სეზონში ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 32 მატჩში ერთი გოლით გამოირჩა. ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა შარშან გიორგი კორიფაძემ, ოღონდ საჩხერის “ჩიხურას” მაისურით. რაც შეეხება სამუშიას, იგი ბოლოს “სამტრედიაში” თამაშობდა (27 თამაში 5 გოლი).
შეგახსენებთ, აქამდე “დილამ” “სამტრედიას” კიდევ ერთი ფეხბურთელი დავით რაჟამაშვილი გაიფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე დილა ამ ბარსელონას პაროდია ლოგოს რატომ არ ცვლის ვერ ვხვდები..
ზივზივაძე დინამოში
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისათვის ბუდუ ზივზივაძე არ არის დინამოელი, თუმცა არ დავმალავ, რომ ამის დიდი სურვილი გვაქვს და მოხარული ვიქნებით, თუ ეს ასე იქნება."
რა პოსტერია ფოტოშოპი დაგენანათ?