სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

23:13 | 28.12.2017 | ნანახია 8968 - ჯერ

ძიუდოისტებმა შიდა კონკურენცია გაარკვიეს

27-28 დეკემბერს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. კონკურენციაში საქართველოს ნაკრების წევრთა ნაწილიც ჩაება და უმეტესობამ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა ლუხუმ ჩხვიმიანი. ამჯერად მან ფინალში ლაშა ჩადუნელს სძლია. შარშანდელ ვერცხლის პრიზიორს და ამ წონის ლიდერ ამირან პაპინაშვილს კი საქართველოს პირველობაში მონაწილეობა არ მიუღია.

პაპინაშვილის მსგავსად, არც ვაჟა მარგველაშვილი გასულა ტატამზე. მის არყოფნაში, 66 კილოგრამში ყველას თორნიკე ნაგლიაშვილმა აჯობა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 3-გზის პრიზიორმა 21 წლის ძიუდოისტმა გადამწყვეტ ბრძოლაში ზვიად ხუბულურს მოუგო.

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმაც (+100 კგ) ოქროს მედლებით დახურეს სეზონი. საინტერესოა, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად ავიდა.

ორდღიანი შეჯიბრების ყველაზე საინტერესო ბრძოლა კი 90 კილოგრამის ფინალში შედგა. ღვინიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებულ ავთანდილ ჭრიკიშვილს ვაზარით აჯობა.

81 კილოგრამის შიდა კონკურენციაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა თამაზ კირაკოზაშვილმა. 21 წლის ძიუდოისტმა ნახევარფინალსა და ფინალში ნაკრების გამოცდილი წევრები: ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

100 კილოგრამში შარშანდელი ფინალი განმეორდა – ერთმანეთს ისევ ლაშა ტაველური და იასონ ნემსაძე დაუპირისპირდნენ და ოქროს მედალს ისევ ტაველური დაეუფლა. უმძიმეს წონაში კი უძლიერესის ტიტული ლევან მატიაშვილმა მოიპოვა. მის ანგარიშზე უკვე საქართველოს ჩემპიონატის 4 ოქროა.

ამირან პაპინაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის გარდა, წლევანდელი ჩემპიონატი გამოტოვეს: უშანგი მარგიანმა (90 კგ) ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100 კგ).

ძიუდო

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

27-28 დეკემბერი

60კგ

1 ლუხუმ ჩხვიმიანი

2 ლაშა ჩადუნელი

3 ამირან დარბაისელი

3 თემურ ნოზაძე

66კგ

1 თორნიკე ნაგლიაშვილი

2 ზვიად ხუბულური

3 ნიკო ჭიკაიძე

3 ლაშა გიუნაშვილი

73კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი

2 ზვიად კაპანაძე

3 ომარ ნიაზაშვილი

3 ფრიდონ გიგანი

81კგ

1 თამაზ კირაკოზაშვილი

2 ნუგზარ ტატალაშვილი

3 კობა მჭედლიშვილი

3 ზებედა რეხვიაშვილი

90კგ

1 ბექა ღვინიაშვილი

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი

3 თორნიკე ჯუღელი

3 გიორგი პაპუნაშვილი

100კგ

1 ლაშა ტაველური

2 იასონ ნემსაძე

3 ონისე სანებლიძე

3 დავით ოზბეთელაშვილი

+100კგ

1 ლევან მატიაშვილი

2 ონისე ბუღაძე

3 გიორგი ქავთარაძე

3 გიორგი ზაქარიაძე

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:09 | 21.01.2018
sanzona (779)

ბექა ღვინიაშვილი ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენია.

22 წლის ძიუდოისტმა სანქტ პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი აიღო და დარბაზში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.

ამჟამად, ღვინიაშვილი, მომავალი სეზონისთვის მზადებას ბაკურიანში გადის და როგორც გვითხრა, პირველ ტურნირზე პარიზში იჭიდავებს.

Sportall.ge ღვინიაშვილს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- სად ემზადებით მომავალი სეზონისთვის და რომელ ტურნირში მიიღებთ 2018 წელს პირველად მონაწილეობას?
- ახლა გავდივართ ფიზიკურ მომზადებას ბაკურიანში. შემდეგ მომზადება გაგრძელდება თბილისში.

ზუსტად 26 დღეში იწყება პარიზის გრანდ-სლემი, რომლისთვისაც პირადად მე ვემზადები.

- 2017 წლის ბოლო პერიოდი,
სანქტ პეტერბურგის მასტერზე მიღწეული წარმატების გამო, ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?
- მასტერსისთვის მართლა მაგრად ვემზადებოდი და მაგის გამო ფალავნობაც არ მიჭიდავია, ყველაფერი ამ ტურნირისთვის მქონდა გადადებული.

მართლა კარგად გამოვიდა ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ.

- რას ნიშნავდა თქვენთვის რუსეთში გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი და იყო თუ არა რუსეთის ფაქტორი დამატებითი მოტივაცია თქვენთვის?
- კი, მართლა დიდი მოტივაცია იყო. იმდენი ქართველი გულშემატკივარი იყო მოსული დარბაზში, უბრალოდ, ჩემ თავთთან არ ვიქნებოდი მართალი ქართული ჰიმნი რომ არ აჟღერებულიყო.

- გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციის გამო მოგხსნეს. როგორ შეაფასებდით მსაჯების გადაწყვეტილებას, რამდენად იყო მართებული ეს გადაწყვეტილება?
- მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ვემზადებოდი თითქმის 24 საათი, ყველაფერი გადადებული მქონდა, რომ ტურნირზე წარმატებისთვის მიმეღწია.

ვშრომობდი, როგორც ნამდვილი სპორტსმენი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი.

რატომ მოხსნეს ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან [VIDEO]

რაც შეეხება მოხსნას, ისე მომხსნეს, როგორც არასდროს არავინ მოუხსნიათ... ეგეთი ფაქტი არსად არ ყოფილა.

მე, რომ მომხსნეს, შემდეგ ეგ ფაქტი ბევრჯერ განმეორდა, თუმცა ყველა მსაჯმა თვალები დახუჭა.

იგე გამოუვიდათ, რომ მე მომიშორეს...

- რა იქნება ბექა ღვინიაშვილის მთავარი მიზანი 2018 წლის სეზონში?
- ახლა პირველ რიგში პარიზის გრანდ-სლემისთვის ვემზადები, მერე ერთ შეჯიბრს კიდევ ვიჭიდავებ, რის შემდეგაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოდის.

90 კილოში ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს... ვნახოთ, რა იქნება.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ იწყებოდა თქვენი კარიერა... როგორ მიაღწიეთ იმას, რომ ქართველის გულშემატკივრეისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენი ხართ?
- მართლა ძალიან ძნელია... 24 საათი ამ საქმეში ხარ ჩართული. ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობლების სანახავადაც კი არ გრჩება დრო.

ძალიან ბევრი რამის მოკლება გიწევს სპორტსმენს, როდესაც დიდ სპორტში ხარ ჩართული.

აქედან გამომდინარე უნდა მოიგო უკვე რამე... როგორია? სახლიდან ხარ წამოსული, ვარჯიშობ 24 საათი და სახლში წაგებული მიხვიდე?! აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ, რომ წაგებული არასდროს ვიყო.

რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს... პირველ რიგში ქართველ გულშემატკივარს უყვარს სანახაობრივი ჭიდაობა. ალბათ, სანახაობრივ ჭიდაობას, რომ ვაჩვენებ, მაგის გამო შევუყვარდი გულშემატკივარს.

- ბევრი ქართველი მოჭიდავე სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს... თქვენ თუ გქონიათ როდისმე მსგავსი წინადადება?
- უნდოდათ, მაგრამ შემოთავაზება არ მქონია. იმიტომ, რომ არ დავთანხმდებოდი... შანსი არ იყო, ვერ წარმომიდგენია მე სხვა ქვეყნის სახელით ვიჭიდავო.

- შეხვედრის დაწყებამდე რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ, საერთოდ რა გაძლევთ მოტივაციას?
- ჩემთვის ლეგენდა და პირველი სპორტსმენი არის მაიკლ ტაისონი. მართლა მაგრად მიყვარს ეგ სპორტსმენი, აი, რასაც ჰქვია ნამდვილი სპორტსმენია... როდესაც საჩხუბრად გადის, ყველაფერს აკეთებს, რომ რეკორდი მოხსნას.

ტატამზე გამოსვლამდე ტაისონის გამოსვლები მახსენდება, ეს მაძლევს მოტივაციას...

კიდევ მუსიკა მიყვარს და ჩემს თავს საბრძოლველად ძალიან მაგრად განვაწყობ ხოლმე, განსაკუთრებით ფინალზე.

- თქვენგან გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ელის, უნდა ველოდოთ თუ არა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბექა ღვინიაშვილისგან ოლიმპიურ ოქროს...
- პირველ რიგში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდე.

თუ მოვხვდი ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც აუცილებლად იქნება.

14:40 | 21.01.2018
BEERTRANCE (95098)

მომწონს მისი შემართება.

14:27 | 21.01.2018
ალექსანდრე (4317)

კაი რა ბექა, ტაისონი რა სამაგალითო სპორტსმენია, 20 წლის ასაკში კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მერე გადაყვა ქალებს, ნარკოტიკებს და სმას და შესაბამისად მალე დამარცხდა. მერე ციხეშიც მოხვდა და ვეღარ შეძლო მსოფლიუო ჩემპიონობის დაბრუნება. ნუ მიბაძავ მაგას. უდიდესი ტალანტი მაიკმა დაუნანებლად გაფლანგა. შენც უდიდესი ტალანტი ხარ და თავს გაუფრთხილდი.

01:33 | 22.01.2018
mushni (73248)

ალე კაი რა ლეგენდაა

21:12 | 21.01.2018
sanzona (779)

ეტყობა ბექას ყურის მკვნეტავები ევასება ))

08:25 | 21.01.2018
გარეჯი (3129)

კი 81 ში რევაზიშვილია. საბერძ ეთში ძიუდოს. აკრები ფაქტიურად აღარ არსებობს და ეს. ბიჭიც ისე დარჩა და გადაწყვიტეს თურქეთის სახელით გამოსულიყო. სადაც. ნორმარული ხელფასი და პირობები შეთავაზეს. ამაში დასაძრახი არაფერია. აქ კონკურენციაში ვეღარ ჩაებმებოდა. ოლიმპიადის მერე აღარ უჭიდავია. საქ მოქალაქეობაც არ ქონდა. წარმატებებს უსურვებ

14:21 | 21.01.2018
ალექსანდრე (4317)

წინა ოლიმპიურ ციკლში ჭრიკიშვილთან შანსი არ ქონდა. ეხლა რთულია თქმა. აქედანაც ელოდებოდა წინადადებებს. ოლიმპიადის მერე, მთელი შემოდგომა ისნის კარფურის შენობის მე-3 სართულზე რომ სატრენაჟორო დარბაზია, იქ მოდიოდა სავარჯიშოდ დღის პირვალ ნახევარში. არ ვძრახავ, უბრალოდ სხვებისთვის არ მემეტება ჩვენიანი.

12:17 | 21.01.2018
lagashi (2123)

უშანსოდ არც საქართველიში იქნებოდა

01:33 | 22.01.2018
mushni (73248)

არა

13:03 | 21.01.2018
sanzona (779)

გვარ-სახელის შეცვლას რომ აიძულებენ მაგარი საზიზღრები არიან თურქები და ბერძნები. სხვაგან არსად არ ხდება მასეთი რამ

17:25 | 20.01.2018
sanzona (779)

დღეს ტუნისის ტურნირზე თურქეთის სახელით იედატ ალბაირაკი გამოდიოდა და უზნაძე სულ ქართულად უყვიროდა და კარნახობდა. ეტყობა გაათურქეს კიდევ რომელიღაც ქართველი . ხო არ იცით ვინაა?

20:34 | 20.01.2018
lagashi (2123)

მოუსტოპულოსი არ იყო? ორგზის მამლუქი

23:54 | 20.01.2018
sanzona (779)

ჯღანას ბიჭი? ეგ საბერძნეთის სახელით არ ჭიდაობს?

01:33 | 22.01.2018
mushni (73248)

კი

02:53 | 21.01.2018
ალექსანდრე (4317)

ჯერ ბერძენი იყო ეხლა თურქი გახდა. ვერცხლის მედალი კი აიღო ტუნისის გრანპრიზზე. კი გიორგი რევაზიშვილის ბიჭია.

15:18 | 20.01.2018
tiko (5086)

მოგესალმებით ყველას, გადავზედე ახალ წესს და მაიც არ მომწონს რა არის ეს რა

15:31 | 19.01.2018
AIRVika13 (559)

lagashi ჩემი ფავორიტი 81ში კაციაშვილია იმედია მალე მომჯობინდება და ჩაერთვება კონკურენციაში

21:59 | 20.01.2018
mushni (73248)

+1

14:03 | 19.01.2018
sanzona (779)

ვინმემ თუ იცით ნახევარი წლის წინ იტალიელ გოგოს ლუცილა ძაპპას რომ მისცეს ჩვენი მოქალაქეობა რა ხდება რატო არსად გამოჰყავთ?

17:27 | 22.01.2018
sabonis (7478)

ამათ მისცეს, მარა იმან არ მისცა ეტყობა.DDD

22:00 | 20.01.2018
mushni (73248)

ცირკთან დგას 100 ლარად მოუყომარებ

21:50 | 21.01.2018
Aureliano buendia (218)

შენ გეტყობა დიდი ხანია იქით ხარ, ეხლა ცირკთან კაცები დგანან, ქალები არა

01:34 | 22.01.2018
mushni (73248)

საღოლ ძმაDDDDDDDDDDDDDDDD ჩაგეთვალა

13:06 | 21.01.2018
sanzona (779)

რომელ საათებში მუშაობს ეგეც გეცოდინება

01:34 | 22.01.2018
mushni (73248)

დილა საღამოს შეუარე ძმაDD

22:42 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

ისიც გავარკვიე რომ პარიზში ვინც არიქნება გერმანიაში გამოვლენ რაც კარგია და ცოტა დამამშვიდა ეხლა....არმინდა რომ დაჩაგრონ თაზოს ნაირი ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭები....ღმერთი თქვენსკენ ლომებო

23:14 | 18.01.2018
lagashi (2123)

81-ში სერიოზული შიდა კონკურენციაა მოსალოდნელი და თუ კირაკოზა არ მოეშვა 2020 წლის ოლიმპიადის საგზურს აქვე ვუწინასწარმეტყველებ

22:39 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

და ან ამ გოგოებს ვის ვუნახავთ???დაიწყო ოლიმპირუ ციკლი და ხო უნდა დააგროვონ გამოცდილება და ქულები რომ იბრძოლონ ლიცენზიებისთვის არაა

22:37 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

ტედის გაუუქმებია განაცხადი...კრპალეკთანაც არიქნება ცუდი ჯახი საინტერესო იქნება

22:22 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

10-11 თებერვალი პარიზის გრან-სლემი!
ჩვენი ნაკრების 12 კაციანი განაცხადი პარის გრან-სლემზე!
-60 ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 ვაჟა მარგველაშვილი
-73 ლაშა შავდათუაშვილი
-81 ნუგზარ ტატალაშვილ, ზებედა რეხვიაშვილი
-90 ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100 ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.....

კირაკოზას ძალიან უსამართლოდ ექცევიან....ორივეს მოუგო და დაამტკიცა რომ წელს ღირსი იყო რომ ის პირველი ნომერი ყოფილიყო მაგრამ მაინც არაა განაცხადში...ზუსტად მაგიტომ გვაქვს ესეთი ჩავარდნები რომ არასამართლიანად წყვიტავენ ვინ წავა ტურნირზე და ვინ არა....კი გასაგებია რომ მიცემენ კირაკოზასაც ტურნირებზე თავის გამოჩენის საშვალებას მაგრამ რატო აყენებენ ტატალას და ზებედას მასზე წინ???დიდ პატივს ვცემ ორივეს და მაგრადაც მიყვარს მაგრამ ეს ხო ბევრ რამეს გვანახებს არა???არაა პარიზის ტურნირი გადამწყვეტი მაგრამ უნდა გვანახებდნენ რომ საქართველოზე ნაჩვენები შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია და წლის პირველ ტურნირზე საქართველოს შედეგებიდან გამომდინარე უნდა მიყავდეთ ბიჭები....ვაჟაზე და გურამზე არ ვიტყვი არაფერს რადგან მათ კარგი წელი ჰქონდათ და შედეგებიც გააკეთეს და დაისვენეს საქართველოზე....მაგრამ ტატალას და ზებედას რატომ აყენებენ კირაკოზაზე წინ???ჩემთვის ეს მიუღებელია ასევე ნაგლიაშვილიც უნდა წაეყვანათ ჩემი აზრით....ისე ტედისაცააქვს განაცხადი შეტანილი და ვნახოთ კიდე თუ გადავეყრებით

22:01 | 20.01.2018
mushni (73248)

+1

20:49 | 18.01.2018
sanzona (779)

ფედერაციის ჩინოვნიკებს რა ენაღვლებათ და სპორტსმენებისთვის და თუნდან მსაჯებისთვისაც ძნელია ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ ახალ წესებზე გადაწყობა

20:44 | 18.01.2018
lagashi (2123)

მაინტერესებს ძიუდოს დამწყები ბავშვები როგორ ითვისებენ ამდენ წვრილმანს? მითუმეტეს ცვლილებებს

16:09 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

ამ ახალი წესით ზებედას აეკრძალა თავისი საფირმო მტკივნეული რაც მთლად კარგი ვერაა მაგრამ მე დიდად ზებედას იმედი არც მაქვს მე უფრო კირაკოზას და კაციაშვილის იმედი მაქვს მაგ წონაში და იმედია ტატალაც გაიხსნება....ისე ყველაფერზე შიდოს მიცემა ვერაა მთლად კარგი ამბავი და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები მიაქცევენ ყურადღებას ამას თორემ მსაჯები არ დაიშურებენ შიდოებს ჩვენ მიმართ....ალბათ იუკოს ხშირად არ ჩათვლიან ქულად თორე ორი იუკო აიღოს და იპონად ჩაითვალოს ცოტა უსამართლობა იქნება....ალბათ იუკოს ხშირად გაატარებენ და ქულას არ მიცემენ ხოლმე....ისე მე 3 ვაზარამდე ავიყვანდი იპონად ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა როდესაც სამჯერ დააგდებ უკვე იმსახურებ მოგებას რა....

14:59 | 18.01.2018
AIRVika13 (559)

ამ ახალი წესით ზებედას აეკრძალა თავისი საფირმო მტკივნეული რაც მთლად კარგი ვერაა მაგრამ მე დიდად ზებედას იმედი არც მაქვს მე უფრო კირაკოზას და კაციაშვილის იმედი მაქვს მაგ წონაში და იმედია ტატალაც გაიხსნება....ისე ყველაფერზე შიდოს მიცემა ვერაა მთლად კარგი ამბავი და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები მიაქცევენ ყურადღებას ამას თორემ მსაჯები არ დაიშურებენ შიდოებს ჩვენ მიმართ....ალბათ იუკოს ხშირად არ ჩათვლიან ქულად თორე ორი იუკო აიღოს და იპონად ჩაითვალოს ცოტა უსამართლობა იქნება....ალბათ იუკოს ხშირად გაატარებენ და ქულას არ მიცემენ ხოლმე....ისე მე 3 ვაზარამდე ავიყვანდი იპონად ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა როდესაც სამჯერ დააგდებ უკვე იმსახურებ მოგებას რა....

14:34 | 18.01.2018
BEERTRANCE (95098)

sanzona მაგის გადმოკოპირებას ვაპირებდი მეც. საინტერესო ცვლილებები შედის. აქ ძინავთ.

იმედია აქ ძIუდოში ვინც ერკვევიან თავიანთ აზრს შემოგვთავაზებენ.

14:08 | 19.01.2018
sanzona (779)

რა ვიცი ძმაო ადრე ერთი-ორჯერ საყვედური დავუწერე აქაურ მოდერატორს რატო პასიურობთ, ნუ გძინავთ მეთქი და ერთი კვირით დამბლოკეს

13:38 | 18.01.2018
sanzona (779)

ამთგან ახალ სტატიას ვერ ვეღირსებით კაი ხანი:

მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც უახლოეს ტურნირებში ძალაში შევა.

ორი ვაზარი იპონია.
დამატებით
დროში შიდო არ იგებს.
შეხვედრის მოსაგებად დამატებით დროში აუცილებელია გდების შესრულება. შიდოების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძიუდოისტს დაუგროვდება სამი შიდო. ასეთი ძიუდოისტი გამოცხადდება დამარცხებულად.
იკრძალება დგომიდან მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების წამოწყება და გაკეთება.
ასეთ შემთხვევაში შეხვედრა გაჩერდება და შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება. შესაბამისად, იკრძალება ხელის გადატრიალებით, მკლავის ჩაკეტვით და ძალის გამოყენებით დგომიდან მეტოქის იძულებით გადაყვანა ქვეჭიდში. ასევე იკრძალება ე.წ. შეხტომით მტკივნეულის გაკეთება ( Flying juji gatame ), რასაც საკმაოდ წარმატებულად აკეთებდა ზებედა რეხვიაშვილი და არაერთი სხვა ძიუდოისტი.

ასევე იკრძალება მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთის ქვეჭიდში შესრულებისას წამოდგომა და ილეთის გაგრძელება დგომში. იმ საბაბით, რომ ქვეჭიდში სპორტსმენს რამდენიმე ოფცია აქვს - შეუძლია გადატრიალდეს, თავი დაიძვრინოს, ანაც დანებდეს ხელის დარტყმით. დგომში კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რაც ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას. ამ შემთხვევაში შეხვედრა შეჩერდება, სასჯელის გარეშე.

დასაშვები ხდება ქვეჭიდიდან წამოდგომა და დინამიკაში შედეგიანი გდების შესრულება.
აქამდე თუ ქვეჭიდიდან წამოდგომისთანავე მსაჯი შეხვედრას აჩერებდა მატეთი, ამიერიდან ასე აღარ იქნება. შესაბამისი საბაბის არარსებობის შემთხვევაში შეხვედრა გრძელდება და წამომდგარ ძიუდოისტს შეეძლება შედეგიანი გდების შესრულება.

ილეთი - კონტრილეთი
ილეთზე კონტრილეთის შესრულების დროს თუ აქტიური ძიუდოისტი პირველად თვითონ დაეცემა ზურგზე და მეტოქეს შემდეგ გადააგდებს, ილეთი არ შეფასდება და შეხვედრა გრძელდება.

თუ ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ორივე წავიდა ტატამისკენ, იმისათვის, რომ კონტრილეთის შემსრულებელ სპორტსმენს გდება შეუფასდეს, იგი არ უნდა დავარდეს ზურგზე.
ეს რეგულაცია ეხება მხოლოდ კონტრილეთის შესრულების შემთხვევებს.

ყველა სხვა შემთხვევაში ე.წ. თვითშეწირვის ილეთის შესრულებისას ( Tomoe nage, Ura nage, Sumi gaeshi და სხვა), რომლებიც კეთდება ზურგის გამოყენებით, არაფერი შეცვლილა და ბუნებრივია, წარმატებული გდება ჩაითვლება.

ქვეჭიდში ფეხის გაჭიმვა აკრძალულია
როდესაც დგომიდან ძიუდოისტს მეტოქე გადაჰყავს ქვეჭიდში, ცდილობს მტკივნეულის გაკეთებას, ერთი ხელით კისერი უჭირავს და მეორე ხელით ფეხს უჭიმავს, მსაჯი მომენტალურად გააჩერებს შეხვედრას და შემტევი ძიუდოისტი გაფრთხილებას მიიღებს.

აღწერილ პოზიციაში დასაშვებია ხელის მოკიდება ფეხზე მუხლის სახსარში. მუხლს ქვემოთ კოჭის მიმართულებით ხელის მოკიდება და მეტოქის ფეხის გაჭიმვა ისჯება შიდოთი.

ძირითადი ან მეორადი ნებისმიერი მტკივნეული ილეთი ფეხის სახსრებზე დასჯადია.

ორმაგი ჰანსოკუმაკე
ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამიერიდან შესაძლებელი ხდება, რომ შეხვედრაში ორივე ძიუდოისტი პასიურობისა და მესამე შიდოს მიღებისთვის ერთდროულად მოიხსნას შეჯიბრიდან (ძველი წესებით შეხვედრა გადადიოდა დამატებით დროში).

ამ წესის შემოღების მიზანია - სპორტსმენები არ იყვნენ პასიურნი და გრძნობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესაძლებლობა არსებობს.

თუ ასეთი შემთხვევა ტურნირის პირველ, მეორე ან მესამე წრეში მოხდა, ორივე ძიუდოისტი იხსნება ტურნირიდან.

მეოთხედფინალის შემთხვევაში ორივე გავა მე-7 ადგილზე და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეშვიდეადგილოსანი.

ნახევარფინალში თუ მოიხსნებიან, ორივე დაიკავებს მე-5 ადგილს და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეხუთეადგილოსანი.

ფინალური შეხვედრის შემთხვევაში ორივე მიიღებს ვერცხლის მედალს.

დათვის ჩავლება ( Bear hug )
დაუშვებელია მეტოქეზე მივარდნა და ხელების შემოხვევით გდების გაკეთება პირველადი ჩავლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება.

მოქმედება რომ ლეგალურად ჩაითვალოს, აუცილებელია, შემტევ სპორტსმენს აღებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჩავლება. ხელის მიდება საკმარისი არ არის.

დასაშვებია რეალური ჩავლების აღებისთანავე მომენტალურად ხელების შემოხვევა და გდების შესრულება.

მკაცრდება ამუნიციის კონტროლი. გარდა სახელოების სიგრძისა, შემოწმდება ასევე კიმონოს სიგრძეც.
ხიდი შიდო-ჰანსოკუმაკე
თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად გადადის თავზე და ეყრდნობა ერთ ან ორივე ფეხს, შეხვედრა ჩერდება და მეტოქეს უფიქსირდება სუფთა მოგება - იპონი.

თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად იყენებს თავს, ტრიალდება თავზე, ცვლის მიმართულების კუთხეს და ეცემა გვერდზე ან მუცელზე, შეხვედრა ჩერდება, მეტოქეს უფიქსირდება სუფთა გამარჯვება, ხოლო აღნიშნული სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან - ჰანსოკუმაკე.

მკაცრდება გაფრთხილებები არატრადიციულ ჩავლებებზე (ცალმხრივი, ჯვარედინი, ქამრის, "პისტოლეტის", ჯიბის, თითების სახელოში შეყოფით). ამიერიდან, მსგავსი ჩავლების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი შეტევა.

ასევე განხილულ იქნა შემთხვევები, თუ როდის შეიძლება ძიუდოისტს მიეცეს გაფრთხილება მეტოქეზე არალეგალურად მიწოლისა და ტატამიდან გაყვანის შემთხვევაში, როდის შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ჩახვეული ფეხის არალეგალურად გამოყების შემთხვევაში და ა. შ.

ზოგადად, კანონმდებლები შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული, და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი არ არის - შემტევი ძიუდოისტი მიიღებს გაფრთხილებას - შიდო.

- თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველია, მაშინ შემტევი ძიუდოისტი იღებს დისკვალიფიკაციას - ჰანსოკუმაკე და იხსნება შეჯიბრიდან.

IJF-ის ოფიციოზის თქმით, განვითარებაზე მუდმივი ფიქრი და წესებში ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ძიუდო გახდეს ადვილად გასაგები და აღსაქმელი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში.

არაფერი ემუქრება ძიუდოს პრინციპებს, თუმცა წესები, ისევე, როგორ სპორტის მრავალ სახეობაში, განიცდის მუდმივ პროგრესს და ცვლას ისევ და ისევ ჭიდაობის ამ ლამაზი სახეობის სასიკეთოდ.

21:06 | 30.12.2017
Somelio (666)

ძაან მაინტერესებდა ოქრუშვილი და თუშიშვილი +100 კგ და ლიპარტელიანი 100 კგ როგორ გამოვიდოდნენ?

21:03 | 30.12.2017
Somelio (666)

ვინც გამოტოვეს იმ სპორტსმენებსაც უნდა ეასპარეზად. საინტერესო იყო მათი გამოსვლები

19:08 | 30.12.2017
mochidave01 (120)

Sharman 81 Shi imedismomcemi Nichieri gamochnda,tu gaxsovt Luka maisuradze .Welsh AR uchidavi saqartvelo

15:18 | 30.12.2017
tiko (5086)

წარმატება ჩვენს ბიჭებს, მომავალი წლიდან დიდი ბრძოლები გველის, ბრმეგობრებო ალბათ ვეღარ მოვახერხებ შემოსვლას აქ და მინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, იხარეთ იბედნიერეთ მრავალჟამიერრრრრრრრრრ

21:53 | 30.12.2017
lagashi (2123)

ბედნიერი ახალი წელი

17:42 | 30.12.2017
sabonis (7478)

გაიხარე შენც ასევე.

13:35 | 30.12.2017
FEDAL (6468)

უბრალოდ ძალიან ტეხავს ორი ასეთი გენიოსი ერთ წონაში რომ არიან და ხელს უშლიან ერთმანეთს

13:31 | 30.12.2017
FEDAL (6468)

თან ბექამ შებოჭვაზე რო დაიჭირა ავთო რა წამში დაუძვრა ეგრევე მანდ ავტოს გარდა ბექა ნებისმიერს უშანსოდ შებოჭავდა

17:41 | 30.12.2017
sabonis (7478)

კი ჭრიკი შებოჭვენიდან დაძრომის პროფესორია.

13:05 | 30.12.2017
sabonis (7478)

ისე რო ვიძახდით ჭრიკის შანსი არ ააქ ბექასთანო, არც მასე ჩანს საქმე ნითუმეტეს ავთომ ტრამვა ახლახან მოიშუშა, ვნახოთ რა იქნება.

13:28 | 30.12.2017
FEDAL (6468)

კი აბსოლიტურად მარტალი ხარ გეთანხმები რომ ვუყურე ბექასა და ჭრიკის ჭიდაობას ფრიად გამაოცა ჭრიკიმ არ მეგონა ასე თუ დადგებოდა ბექას მითუმეტეს მხარი არ აქვს ავთოს ბოლომდე მოშუშებული და თურმე მწვრთნელებიც და ექიმებიც ურჩევდნენ არ გასულიყო მაგრამ მაინც გავიდა და გამაკვირვა კიდევაც და ჭრიკიმ ის თავი ძველი ფორმა თუ დაიბრუნა ისე არ მოხდეს რომ შანსი ავთოს კი არა იქით ბექას არ ქონდეს

09:14 | 31.12.2017
iceman (1230)

არა მგონია ჭრიკი ოლიმპიადაზე მოხვდეს რადგან თუნდაც ასაკიდან გამომდინარე ბექა უფრო მოუმატებს ოლიმპიადამდე, ასევე თუნდაც სამართლიანობიდან გამომდინარე ბექა უფრო იმსახურებს რადგან წინა ოლიმპიადაზეც ვერ იჭიდავა თავისი წონა რადგან ლიპო ყავდა კონკურენტად, ახლა კიდევ ლიპო 100-ში გადავიდა და თითქოს დალაგდა ყველაფერი მაგრამ ჭრიკი გადავიდა 90-ში

19:31 | 31.12.2017
sabonis (7478)

ახალგაზრდობა და სამართლიანობა რა შუაშია, ვინც უკეთეს ფორმაში იქნეა 2020-ის ოლიმპიადის წინ ის უნდა წავიდეს.

12:40 | 30.12.2017
FEDAL (6468)

ალექსანდრე რაც თავი მახსოვს ქართულ ძიუდოში 100კგ ყოველთვის პრობლემატური იყო ლიცენზიის აღება იყო ხოლმე საოცნებო ვინმე სერიოზული არავინ გვყოლია ერთი ლომერ ჯორჯოლიანი იყო და ისიც ბევრი არაფერი

01:03 | 30.12.2017
beso68 (2623)

რატომღაც გვგონია რომ 81 კილო სუსტი წონაა. 81 კილო სულაც არ არის უიმედო: კირაკოზა 21 წლის(ახალგაზრდებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონი), ტატალა 27 წლის(ევროპის ვერცხლის მფლობელი 2013 და 2015-ში, თუ შეიძლება ითქვას ყველაზე ხნიერი სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე გამოცდილი), მჭედლიშვილი 21 წლის(კადეტებში მსოფლიოს ჩემპიონი 2013-ში, 23 წლამდელებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონი), კაციაშვილი 21 წლის(ახალგაზრდებში ევროპის ვერცხლის მფლობელი 2016-ში და ბრინჯაოს მფლობელი 2015-ში), რეხვიაშვილი 26 წლის(2013 წლის ევროპის ბრინჯაოს მფლობელი), გუგავა 22 წლის(ახალგაზრდებში 2014 წლის მსოფლიოს და ევროპის ბრინჯაოს მფლობელი),..... ვის ვისი გვეიმედება ეს სხვა თემაა.
ყოველ შემთხვევაში 2020 წლის ოლიმპიადამდე უიმედოდ არ ვიყოთ, მით უმეტეს რომ კონკურენცია არსებობს და ვინ როგორ ფორმაში იქნება დღესდღეობით ამაზე ძნელია პროგნოზის გაკეთება. უმეტესობა 21-22 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები არიან და მათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

07:49 | 30.12.2017
ალექსანდრე (4317)

მართალი ხარ, უფრო მძიმე მდგომარეობა 100 კგ-შია, რადგან თუ ღმერთმა დაიფაროს და ლიპომ ტრავმა მიიღოს, არავინაა მისი სრულფასოვანი შემცვლელი, ვისაც თუნდაც თუნდაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეუძლია.

19:42 | 29.12.2017
Socrates (598)

კირაკოზაშვილის ჭიდაობა ძალიან მომეწონა, ძალიან თავდაჯერებული იყო ზებედასთანაც და ტატალაშვილთანაც. პირველ ნომრად ჭიდაობდა და არავის ეჭვის საფუძველი არ დაუტოვა. მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ და ტურნირები აჭიდაონ. კარგი ძიუდოისტია. ნაგლიაშვილიც კარგი იყო. -100-ში არავინ ჩანს იმედისმომცემი.

19:36 | 29.12.2017
Socrates (598)

კაციაშვილს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი და ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ არ ასპარეზობდა. გაისად იასპარეზებს ალბათ

14:50 | 29.12.2017
sanzona (779)

კაიკაციშვილი სად დაიკარგა ხო არ იცით, საქართველოს ფალავანიც კი გახდა ერთხელ ქართულ ჭიდაობაში

11:18 | 30.12.2017
sanzona (779)

გვარი შემეშალა ))

22:09 | 29.12.2017
beso68 (2623)

კაციაშვილი არსად არ დაკარგულა, მხრის ოპერაცია გაიკეთა და თებერვლიდან მწყობრში ჩადგომას აპირებს

01:56 | 29.12.2017
mushni (73248)

მძმეში და 100 ყველა ტრუხაააააააა რა უბედურობაა

06:10 | 29.12.2017
lagashi (2123)

100 ში მართლა არავინ ჩანს, ბოლო 2-3 წელია ერთი და იგივე ხალხი აქტიურობს და იმის იქით ვერ უმატებენ,

00:05 | 29.12.2017
lagashi (2123)

ჩემი აზრით ყველაზე საყურადღებო კირაკოზაშვილის ჭიდაობა გამოდგა. სერიოზული განაცხადი გააკეთა საიმისოდ რომ მწვრთნელთა შტაბმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ, და საერთოდ საკმაოდ საინტერესო კონკურენციაა მოსალოდნელი 81 კგ-ში, მითუმეტეს რომ გუგავას და მჭედლიშვილის პროგრესიც მოსალიდნელია.

02:21 | 29.12.2017
G.G.G (92)

კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი ნამდვილად კარგები იყვნენ! მაგრამ თუ სწორად მახსოვს წელს საერთაშორისო ტურნირებზე მისცეს შანსი და ძალიან სუსტად გამოვიდნენ ორივე.
მგონია რომ გაისად მეტი შანსი უნდა მისცენ საერთაშორისო ტურნირებზე. განსაკუთრებით კირაკოზა იმსახერებს ამას.

06:08 | 29.12.2017
lagashi (2123)

კი, წელს აჭიდავეს კირაკოზა და ვერ გამოიჩინა თავი მაგრამ ამ ჩემპიონატით ხაზი გაუსვა რომ იქ სადაც ზებედა დაჰყავთ თვითონაც იმსახურებს.

01:56 | 29.12.2017
mushni (73248)

+1

23:23 | 28.12.2017
ogafa (5854)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.232357