საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის,ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შევცდით, ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის -ვაჟა კვარაცხელიაDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
O. Mertskhali
რაგბში ფეხბურთის ამბების მერე მოხდა
რიცხვი და თვე არ მახსოვს
რიცხვი და თვე არ მახსოვს
50/50-ზე რომ სიმართლეს შეესაბამება,ეს მთავრობა იწყებს უკვე ხალხის მასშტაბურ დაბოლებას.ქართულ პოლიტიკაში ნამუსიან კაცს დღისით სანთლით ვერ იპოვი,ცოტა შიში და რიდი ქონდათ ახლები როცა იყვნენ ეხლა ისიც აღარ ააქვთ.ბიუჯეტის თანხებს ღორებივით არიან მისეული.ამ ჩვენ ხალხს კიდე ზღაპრები ასმეინე და საერთოდ არაფერის არ მოგთხოვს.
დიდი ალბათობით მანდ შიდა რაზბორკა მიდის ზაზასდა შიოს მომხრე დაჯგუფებას და გურასპაული-გაბრიჩიძე-ს მომხრე დაჯგუფებას შორის. ჩემი აზრით ასეა.
წარმატება და სისუფთავე ქართულ სპორტს! (ღორები საღორეში!)
ბარემ გვითხარი დაკავებულები ვისი მხარდამჭერებია და გავიგებთ ყველაფერს.
ეხლა თქვენ გჯერათ რო მსაჯები თამაშებს აკეთებენ და გუნდები არ არიან გასვრილი?გაა//დგნეს ეხლა თორე რა დრა/გშიც ვართ აქამდე არ იცოდოთ?
ისე ერთი რამ არ მესმის სუპერლიგაში თამაშები რატომ უნდა ჩააწყო? ადგილები გაინაწილო ი ვსიო? კაი ვთქვათ და ასეა მერე რა ევროტურნირებზე გასვლა არავის უნდა და სუპერლიგის ასეთი გზით ადგილი გაინაწილო რა ხეირს მოგცემს. მსაჯები ამ საქმეში რატომ გაეხვივნენ? მათ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ რომ ასეთ ცდუნებაზე არ წავიდნენ? მე შენ გეტყვი და იმდენი მსაჯი გვყავს, რომ თითოეულ მსაჯს თითო-ოროლა თამაში თუ შეხვდება. 1 სეზონის განმავლობაში, რამდენი თამაში ტარდება? აქ ასაკობრივსაც ვთვლი და პლიუს ტურნირები და თასები რომ იმართება
ტოტალიზატორის ამბავია, ალბათ
Buratino
რაგბშიც იყო თამაში თუ თამაშები ჩაწყობილი უბრალოდ რახან რაგბია ამიტომ აქ ამაზე თვალები დახუჭეს და გაატარეს თუნდაც აქ მპოსტავებიც
ეგ როდის მოხდა? იქნებ ლინკი დაგედო... თან ხომ იცი, ამ საიტზე დარეგისტრირებულები რაგბის გვერდზე ვერ აკომენტარებენ
მერა რა, არაფერი ისეთი, მთავარია გინება ხომ ვიცით დიდიან-პატარაიანად, აბა ერთი ამის დ..ც!
ცუდია ცუდი ........
ეს ყველაფერი თუ მართალია და დამტკიცდა (ჯერ მაინც არ მსურს ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება), მაშინ დაღუპული ყოფილა ქართული კალათბურთი! ჯერ ხომ ზოგადად მსაჯები და მით უფრო ფიბას კატეგორიისა სანთლით საძებნია ჩვენს ქვეყანაში და თუ ეგენი ასეთ ბინძურ გარიგებებს კადრულობენ, მოთამაშეებსა და მენეჯერებზე რაღა უნდა სთქვა?! მოკლედ, როგორც ჩანს, ნაკრების კალათბურთელები (ცინცაძე და სხვა რამდენიმე) მართალნი იყვნენ, როცა ჩვენი კალათბურთში არსებულ სიბინძურეებზე ზოგადად საუბრობდნენ. ისე, მსაჯები არ ვიცი და მაგ მესვეურებზე (ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილზე) დიდი ხანია ცუდი ხმები დადიოდა
ერთი სიტყვით, მოუწევს პაატა გურასპაულს წელებზე ფეხების დადგმა და ამ საქმეში სრულიად საქართველოს საკალათბურთო სამყაროსა და ქომაგების თანადგომაც დასჭირდება. ამის გარეშე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქართული კალათბურთი "კლინიკური სიკვდილის" ხანაში გადავა და შემდეგ "გარდაიცვლება" ...
კაი თუ ძმა ხარ რისი გამკეთებელია გურასპაული.
თფუ ! ! !
ეხლა თქვენ გჯერათ რო მსაჯები თამაშებს აკეთებენ და გუნდები არ არიან გასვრილი?გაა//დგნეს ეხლა თორე რა დრა/გშიც ვართ აქამდე არ იცოდოთ?
მსაჯებმა აღიარეს დანაშაულიო, ეხლა ალბათ სხვებზეც გავლენ იმედია.. დაფქვავენ ეხლა ყველაფერს!
ჯერ ფეხბურთი, მერე რაგბი ეხლა კალათბურთი რა ხდება რა არის
რაგბი რა შუაშია?! ჩემი აზრით, მანდ ყველაზე ღირსეული ხალხი საქმიანობს (სარაგბო თემს ვგულისხმობ ზოგადად). ამიტომ, მანდ რაიმე "ჩალიჩი"-ს შანსი გაცილებით მცირეა
რა პატარა სასჯელი ემუქრებათ, ამხელა ფალსიფიკაციის გამკეთებლებს! თან, იდეაში, არც კიდევ უფრო დიდ ჩაწყობებზე იტყვიან უარს, რა თქმა უნდა
ძალიან ცუდი ფაქტია.....
ჩემი აზრით სია გასაფართოებელია "))))))))))
მაჩალაძეს და ბერიშვილებს ტყუილად არ აგინებდნენ ქუთაიში...ეს ბერიშვილები ძალიან ცუდათ მსაჯობდნენ ქუთაისის თამაშებზე
ძალიან ცუდი რამ მოხდა. ახლა მართლა დაიჯერებ რო ტყულა არ აგინებდნენ ბერიშვილებს.
თან სამივე ამ მსაჯს ფიბა-ს კატეგორია აქვს.
საერთაშორისო სირცხვილი!
ესეთი რაღაცეები ხდება და კალათბურთის ფედრაციაში AN...ძრ...ვენ?
ეეე, ეს სერიოზული სკანდალია ტოო...
შეიძლება მეშლება, მაგრამ ეს ის თემურ დათიკაშვილი ხომ არაა, სახელდახელოდ აღდგენილი ვითა რო ვი-თი-ბის ლიგაში ათამაშა და მერე გზადაგზა რო სცვიოდა გუნდს ნაწილები ?
ეტყობოდა რა საკალათბურთო ფალსიფიკატორიც იყო
ჯიგრებო თუ იცით, წინა სეზონში ახალგაზრდული ლიგის ერთ-ერთ თამაშში რო უცნაურად დიდი ანგარიში დაფიქსირდა, გამოძიებამ რა შედეგი გამოიღო ?
მაჩალაძეს და ბერიშვილებს ტყუილად არ აგინებდნენ ქუთაიში...ეს ბერიშვილები ძალიან ცუდათ მსაჯობდნენ ქუთაისის თამაშებზე
ესღა უნდა ამ კალათბურთს, ჭაობია რა!!