ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე ფიქრობს. როგორც “წითელი ეშმაკების” ყოფილა დამრიგებელმა The Telegraph-ს განუცხადა, ფეხბურთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ინგლისური გუნდი მიიწვევს. მიზეზი კი “მანჩესტერზე” შურისძიებაა.
“ალბათობა იმისა, რომ ფეხბურთში ძალიან მცირეა. ერთადერთი გამონაკლისი ინგლისის პრემიერლიგაა, რადგან ამ შემთხვევაში მივიღებ შესაძლებლობას “მანჩესტერზე” შური ვიძიო. დავამტკიცო, რომ ისინი შეცდნენ, როდესაც გამათავისუფლეს.
ჟოზე მოურინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი თავკაცობით “იუნაიტედი” უფრო მიმზიდველ თამაშს აჩვენებდა”, - განაცხადა ვან გაალმა.
ლუის ვან გაალი “მანჩესტერს” 2014-2016 წლებში წვრთინდა და “წითელმა ეშმაკებმა” ამ პერიოდში ერთადერთი ტიტული მოიგეს – ინგლისის ასოციაციის თასი 2016 წელს.