ფეხბურთი

21:54 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების პრო-ლიცენზიის კურსზე განაცხადების მიღება გრძელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას მწვრთნელთა განათლების პრო-ლიცენზიის მორიგი კურსისთვის მსურველთა რეგისტრაციის პროცესს იწყებს. პროგრამაზე განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პრო-ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს უეფას მწვრთნელთა განათლების „ა“ ლიცენზიას და გააჩნდეს აღნიშნული ლიცენზიით მუშაობის სულ ცოტა ერთწლიანი გამოცდილება.

უეფას მწვრთნელთა განათლების პრო-ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ - coach.gff.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას: 599 36 00 87.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108748