ფეხბურთი

18:23 | 9.12.2017 | ნანახია 2416 - ჯერ

რატომ აღარ ჩანან აზერბაიჯანში ქართველები?

დრო იყო, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ოცამდე ქართველი თამაშობდა. ზოგიერთნი სულაც საუკეთესოები იყვნენ. საკმარისია, ალექსანდრე იაშვილი, ალეკო გოგობერიშვილი, გიორგი ადამია, დავით ოდიკაძე, ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ან სულაც 90-იან წლებში მოთამაშე ბადრი კვარაცხელია ვახსენოთ. ამას დაუმატეთ მწვრთნელები – კახა ცხადაძე, ზაურ სვანაძე, გიორგი ჩიხრაძე...

აზერბაიჯანში იკლო ქართველთა რაოდენობამ. ბოლო თვეებში, იქაურ უმაღლესში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა: მცველი თამაზ ცეცხლაძე “სებაილში”. მხოლოდ ერთი!

აზერბაიჯანი კარგი დასაყრდენი იყო იმ ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატში მაინცდამაინც საუკეთესონი ვერ იყვნენ და ევროპის ძლიერ ლიგაში ვერ მიდიოდნენ. ან მათთვის, რომლებიც 30-ს გადასცდნენ და ბოლოს მხოლოდ ფულის გულისთვისღა მიდიოდნენ მეზობელ ქვეყანაში.

ყოველ შემთხვევაში, არ გვახსენდება, რომ მზარდი, პერსპექტიული ქართველი აზერბაიჯანში წასულიყოს სათამაშოდ. კიდევ კარგი, აქამდე მაინც არ მისულა საქმე...

დღეს რა შეიცვალა? რა და ფინანსური მდგომარეობა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში კლუბებს ძველებურად აღარ ულხინთ. დარჩა მხოლოდ ორი კლუბი, სადაც დიდი ფულია: “ყარაბაღი” და “გაბალა”. პირველი გასაგებია, ჩემპიონთა ლიგაშიც კი მოხვდა, აი, “გაბალაში” კი შარშანწინდელთან შედარებით გაუარესდა ვითარება და ხელფას-პრემიეალურებმაც იკლო. შემადგენლობაც დასუსტდა. და მაინც, “გაბალა” ინარჩუნებს სახეს. აქვთ საშუალება “ზირასა” და “ნეფთჩის”, თუმცა “ყარაბაღთან” რა შედარებაა.

აზერბაიჯანში მხოლოდ ორი ლიგაა, როცა ჩვენთან ხუთია და თანაც, რანგით მეოთხე ლიგაში 40 კლუბი გამოდის.

მოკლედ, საქმე ასეა: “ყარაბაღმა” თამასა ძალიან ზემოთ ასწია და იქ ქართველი თუ დასჭირდათ, ძალიან მაგარი უნდა იყოს. სხვაგან კი, არც ფულია და ჩვენებიც არ ეტანებიან. ამას დაუმატეთ, რომ აზერბაიჯანში აღარ მუშაობენ ცხადაძე, ჩიხრაძე და სვანაძე, შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები ვეღარ მიჰყავთ.

დიდად სანერვიულო არც არის. კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები შედარებით ძლიერი საფეხბურთო ქვეყნებისკენ მიიწევენ, ან სულაც საქართველოში რჩებიან.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:24 | 10.12.2017
davit-tg (768)

აზერბაიჯანლებისთვის ქართველი ფეხბურთელები ეს გუშინდელი დღეა რა სასაცილოდ ან სამარცხვინოდ მოეჩვენოს ვინმეს,ესაა რეალობა

23:05 | 09.12.2017
saqme (2310)

რატომ არ ჩანან ჩემო კარგო და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები მიყავთ

22:30 | 09.12.2017
arsena8 (731)

დიდად სანერვიულო არც არის. აბა რა , მერე რა მოხდა რომ “ყარაბაღი” და სხვა აზერული კლუბები ქართულ გუნდებს აფარჩაგებენ, არაუშავს, ეგენი არც პირველები არიან და არც უკანასკნელები . ფე

22:11 | 09.12.2017
beka7772 (626)

კვეკვესკირი წავიდა თავის დროზე და მერე აზერები ტრამპლინად გამოიყენა ყაზახეთში თამაშობს .

17:00 | 11.12.2017
O. Mertskhali (8101)

+

19:53 | 09.12.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მე პირადათ მირჩევნია წარმატებული კვერკველია ლოკოში, მეტ ნაკლებად წარმატებული ჯანო სპარტაკში, ასე თუ ისე ოქრიაშვილის კრასნოდარში თამაში, ესპანეთში პაპუნაშვილის მცდელობა ვიდრე მაშინდელი ქართული დესანტი აზერბაიჯანულ გამბალა-გუმბალებში, ეს ამ ევრო ტურნირზეც გამოჩდა გაბალას გამოსვლით(ქართულ თხლეკლუბებს ნუ შევადრით) და ყარაბახიც დროებითი მოვლენაა, მე პირადათ მაგონდება სპონსორობა აზერბაიჯანისა ატლეტიკოსათბის წინა წლებში და საკმაოდ დიდი თანხასთან ერთად ალბათ კარგი ურთიერთობაც, ასე რომ მე არ მჯერა რომ ყველაფერი სუფთად იყო ატლეტიკო-ყარაბახის ორივე დაპირისპირებაში...

18:49 | 09.12.2017
zurxx1 (13)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=982s')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=982s':'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=982s'))

18:44 | 09.12.2017
federer (17) (15576)

აქ არ ვარგიან არაფერში და აზერებს რაში სჭირდებათ

10:52 | 11.12.2017
BEERTRANCE (97819)

ზუსტადაც.

23:05 | 09.12.2017
saqme (2310)

100# ნი

18:50 | 09.12.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

100%

0.064444
2416