საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "სასკი ბასკონიას" წევრი თორნიკე შენგელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
შენგელიას განცხადებით, იგი მხარს შიო ხეცურიანს უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ამ თემის ირგვლივ საუბარი, კალათბურთის სიყვარულმა ეს ნაბიჯი მაინც გადაადგმევინა:
"მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა, რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა, მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების განმავლობაში დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება!
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.
მას შემდეგ, რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს-დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი...
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი, რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის, რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში.
დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენს საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!", - დაწერა შენგელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატი კი ორია - შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაღუპავენ ქართულ კალათბურთს ისეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს
არაფერა იმაზე ცუდი სპორტისთვის რაც არის კლანური დაპირისპირება და ზუსტად ამას აქვს ადგილი ჩვენს ნაკრებში.
ასე იყო ქართულ ძიუდოშიც და რეგრესი მიმდინარეობს უკვე რამდენი წელია და პროგრესზე როდის გადავათ კაცმა არ იცის. ასე იყო სხვა ჭიდაობის სახეობებშიც და იქ ხო საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდით ბოლო 2 წელია რარაცას დაემსგავსა გუნდი.
მსგავსი სიტუაცია იყო საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებშიც რამდენიმე წლის წინ და გუნდი გუნდს არ გავდა ამ კლანების გამო და იმხელა პოტენციალის საფრანგეთის ნაკრები გადაიქცა ჩვეულებრივ საშუალოზე დაბალი დონის გუნდად და ჩვენ კალათბურთის ნაკრებს რა დღე ელს წარმომიდგენიაა
ყველა ლაპარაკობს ამ არჩევნებთან დაკავშირებით ვინც იცის და ვინც არ იცის კალათბურთი და საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა რატომ არ უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი, ბატარა ბიჭები არ არიან, კალათბურთზე გული ჩვენ თუ შეგვტკივა ამათაც შესტკივათ, ალბათ იციან რასაც ლაპარაკობენ.
ჩემი ლაპარაკით არ ირევა გუნდში სიტუაცია და სპორცმენების ჩარევას კარგი შედეგი არასდროს არ მოყოლია და უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამის.
სპორცმენმა მოედანზე უნდა დაამტკიცოს და თქვას თავისი სათქმელი
გადაცემაში რო ყავდათ მოწვეული შენგელია და ხეცურიანი ვერ მოვისმინე ვერცერთი ნორმალური არგუმენტი ხელის გაშვერის გარდა და მართლა ვერ გავიგე ვინ ვინ არის რა თამაშს თამაშობს.
მაგრამ ერთი რამე აშკარაა რო კახა შენგელი რაღაც უაზრო თამაშს თამაშობს და საკუთარ თავზე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას, არადა იდეაში პასუხისმგებლობა მასსაც აკისრია რადგანაც მეორე კაცი იყო ფედერაციაში და რატო მაშინ არ ამბობდა და აკეთებდა რამეს როცა მოადგილე იყოო
ვიღაციის მომხრეებმა არ დაწეროთ ახლა პოზიციები უბრალოდ ობიექტური კომენტარები დადეთ და გამარკვიეთ ვინ რას მაიმუნობს
ogafa (5494)-ვის უსურვებ წარმატებებს გურასპაულს თუ ხეცურიანს))))))))რა ხნისა ხარ.პ.ს.შენი პოსტი არის სიტყვა წარმატებები. სჯობია არაფერი არ დაწერო))))). თუ პოსტებს აგროვებ
რაც შეეხება თორნიკეს ურჩევნია რომ ნაკრებს გამოადგეს რამდენადაც შესაძლებელი იქნება და ფედერაციაში რაც ხდება სპორცმენები არ უნდა ერეოდნენ რადგანაც ეს უფრო ამძაფრებს სიტუალიას ვიდრე ალაგებს
არამგონია ამ ხეცურიანს ქონდეს სათანადო ცოდნა და განათლება რო ფედერაციას ჩაუდგეს სათავეშიი
შიოს საკალათბურთო ცოდნაც აქვს და მენეჯერის უნარ-ჩვევებიც.
იყო წარმატებული ბანკის ფინანსისტი, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერი, იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
0?'>https://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/skhvadaskhva/106091-shio-khecurianis-ori-tsarmatebuli-profesia-da-misi-gzavnili-momaval-kalathburthelebs.html':'>https://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/skhvadaskhva/106091-shio-khecurianis-ori-tsarmatebuli-profesia-da-misi-gzavnili-momaval-kalathburthelebs.html'))
შიოს საკალათბურთო ცოდნაც აქვს და მენეჯერის უნარ-ჩვევებიც.
იყო წარმატებული ბანკის ფინანსისტი, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ფინანსური მენეჯერი, იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
0?'>https://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/skhvadaskhva/106091-shio-khecurianis-ori-tsarmatebuli-profesia-da-misi-gzavnili-momaval-kalathburthelebs.html':'>https://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/skhvadaskhva/106091-shio-khecurianis-ori-tsarmatebuli-profesia-da-misi-gzavnili-momaval-kalathburthelebs.html'))
ნაღდად არ ვიცნობ ამ კაცს და რაც ვნახე დიდი ინტელექტუალის შთაბეჭდილება არ დამრჩენია და თუ განათლებული კაცია ძალიან კარგი ჩვენთვის.
ვერ ვიტყვი რო გურასპაული რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ ცოტა მეტად განათლებული კაცი ჩანს
Warmatebebi nakrebs da shios archevnebshi... dgevandel prezidents kidev tu kacoba gaugia saertod arc ki daayenebda tavis kandidaturas..
იმედია თებერვალში ნაკრბში იქნები.
წარმატებები
ყველა მოქმედი კალათბურთელი ვინებმაც 4 ჯერ გაგვიყვანეს ევრო ბასკეტზე, შიოს უჭერენ მხარს. ზაზა, ბუ, მანუ. მარტო ანატოლი ბოისაა ჩუმად
ნაკრებმა ბარემ შიოს მხარდასაჭერი ერთიანი განცხადება გაავრცელონ!
შიო უდავოდ კარგი კანდიდატია და ნაკრების ამხელა მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს და მართლაც უკეთესობისკენ ბევრი რამის შეცვლა მოუწევს შიოს.
წარმატებები ბიჭებო!
ოხოხოოო, აიწია ტემპერატურამ



ისე, რა უცნაურია. ხეცურიანი ვს გურასპაული - ორივენი მთის ხალხი არიან. ბოლობოლო კალათბურთის ფედერაციის არჩევნებია თუ მეკლდეურების