რაფაელ ნადალი As.com-ის ვერსიით ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
რაფაელს კარიერაში დიდი სლემის 16ტურნირი აქვს მოგებული, სულ კი ჯამში ATP-ის 75 ტიტულის მფლობელია. რაფამ 2008 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, ხოლო 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი წყვილთა თანრიგში მოიგო. დევისის თასზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოთხჯერ იმარჯვა (2004, 2008, 2009, 2011).