ფეხბურთი

21:15 | 30.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგმა" არპის მოედანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა მიიღო

"ჰამბურგმა" სახელმწიფოსგან სპეციალური ნებართვა მიიღო, რომლის მიხედვითაც 17 წლის თავდამსხმელს, იან-ფიტე არპს ბუნდესლიგის მე-14 ტურში "ფრაიბურგის" წინააღმდეგ თამაში შეეძლება. აღნიშნული ინფორმაცია DW Sport-მა გაავრცელა. გერმანიაში მოქმედი კანონის თანახმად, 17-წლამდე ასაკის ბავშვებს მუშაობა დილის 6:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეუძლიათ. "ჰამბურგის" მატჩი კი 1-ელ დეკემბერს 20:30 საათზე იწყება.

არპი "ჰამბურგის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. გერმანიის ჩემპიონატში იან-ფიტემ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა, "ჰერტას" და "შტუტგარტის" კარში. პარალელურად კი ახალგაზრდულ ბუნდესლიგაში 17 წლის თავდამსხმელმა 3 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.115863