საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთთან (87:105) მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მატჩი შეაფასა.
ბერძენმა სპეციალისტმა მეტოქეს გამარჯვება მიულოცა, ხოლო ხაზი ამჯერადაც იმ დანაკლისს გაუსვა, რომლითაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასაწყისს შეხვდა.
“პირველ რიგში ვულოცავ სერბეთის ნაკრებს გამარჯვებას, რომელიც ძალიან გუნდია და ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. სერბეთმა მოიგო, რადგან ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ჩვენ ორივე თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ გვაჯობა. ჩვენ ვიყავით კონცენტრირებული, რომ სწრაფად გვეთამაშა. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩებში ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან. ტრავმირებულები არიან ცინცაძე და სანაძე, რომლებმაც სანაკრებო შეკრებამდე ბოლო მატჩებში მიიღეს ტრავმა.
ასევე ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს, რადგან მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. ცოტა ხანია რაც ერთად შევიკრიბეთ და ძალიან გამოცდილი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. სერბეთს სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო დარბაზში.
შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ ჯგუფში ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კალათბურთელი გვაკლია. გვყავს მაიკლ დიქსონი, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია, მაგრამ ვერ ვასვენებთ. გვაკლია მთავარი მექულეები ცინცაძე, სანაძე. რა თქმა უნდა, ასევე დაგვაკლდა თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.
ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს შემდეგ ტურში ავსტრიაში. ვეცდებით, რომ ფოკუსირება და მთელი კონცენტრაცია მოვახდინოთ ამ მატჩზე და ბოლომდე დავიხარჯებით. სერბეთს ჩვენთან შედარებით გამოცდილი კალათბურთელები და სტაფი ჰყავს. ასეთ მოკლე დროში რაც მოვახერხეთ ესაა – ზოგჯერ იმის გაკეთება არ შეგვიძლია, რაც გვინდა. დიდი მადლობა და საუკეთესოს გისურვებთ მომავალში”, - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ, ორი მარცხით მესამე ადგილზე იმყოფება.
ილიას ზუროსის გუნდს მომდევნო მატჩები 23 და 25 თებერვალს, შესაბამისად ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან ელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თებერვლამდე უკეთ მოამზადებს
FEDAL აი შორს რომ არ წავიდეთ ზაზა 19 წლისა მოხდა დრაფტზე 42 პიკად 2003 წელს ბითაძის ტოლი იყოო და ეგრევ ლიგაში აიყვანეს ეტყობოდა რომ კარგი ცენტრი იქნებოდა და რა არ გაამართლა ავანსები და პროგნოზები თუ რა. კაცი ჰოვარდებს დანკანებს გასოლებს გარნეტებს ებრძოდა სამწამიანში 20 წლისა შაკს ედგა და მომენტებში დაუჩაგრია ბევრჯერ კიდეც ცნობილი ცენტრები დგეს კიდევ თანამედროვე ცენტრებს სახეს ახევს და ბითაძეს სერბეთის მესამე ცენტრის დანახვაზე მისდის გული და მაგი დრამონდებს დეანდრებს და ემბიდებთან კაზენსებთან რომ გაიყვანო პარკეტზე ხო აზრზე ხარ რაც მოუვა გული გაუსკდება შიშისგან
მართალი ხარ მაგრამ მაინც ნუ გადავიწურავთ იმედს... იქნება დადგეს საშუალო დონის ევროპელ ცენტრად... რადულიცასნაირი მაინც დადგეს...
სერბეთს გამოადგა აგერ რადულიცა დავინახეთ და მაგნაირი რადულიცა ჩვენც რო გვყოლოდა გუშინ მთლად მასე კატასტროფულად არ ჩავისვრიდით სამწამიანში
კი მაგნაირი გახდება არაა პრობლემა რადულიცას ნაირი ცენტრი დაგება მაგრამ უფრო მეტზე არ უნდა გვქონდეს პრეტენზიები და ამბიციები




რახან ეგ გაიხსენე ისიც გაიხსენე ულქერში როგორი იყო
iloreli აი ცენტრია ბითაძეო მაგრამ რასაც მე ვაკვირდები მძიმე ფორვარდათ შედარებით უკეთესია ვიდრე ცენტრად და ჯობია მძივე ფორვარდი მაინც გამოვიდეს ვიდრე ცენტრი კალსიკური ცენტრის არანაირი მონაცემი არ აქვს ბითაძეს სიმაღლის გარდა არაფერი არ ცხია ცენტრის არცერთი ცენტრის მოძრაობა არა აქვს ფარზე სუსტია ძალიან და ცენტრი კაი მეფარე თუ არააა იმას არაფერი ესაქმება თან პლიუს დაცვაში საშინელებააა სროლას უფრო თუ დახვეწავს და ამ თავის შიშებს თუ მოიშორებს შეიძლება ნორმალური მძიმე ფორვარდი გამოვიდეს მაგრამ მაგარი ცენტრი ვერასდროს ვერ გახდება ეგ გამორიცხულია
ხოოო სუსტია... ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცენტრები ძირითადად 22-23 წლიდან შედიან ფორმაში... შაკზე არ ვამბობ, საკას 20 წლისას სახლში მიქონდა ფარი... დანარჩენებია გვიან ღვინდებიან...
ახლანდელ ნბაშიც იშვიათად ვინმე ცენტრი გამოჩნდეს და ეგრევე სასწაულები აკეტოს...
რათქმაუნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა როგორებიცაა თაუნსი და ენბდ.. მაგრამ ენბდ უკვე 23 წლისაა მგონი..
ძაან მივედ-მოვედე... მოკლედ 4-5 წელიწადში დავინახავთ რაც იქნება ბითაძე
ნუ ხომ მაგრამ მაგარ ცენტრებს თავიდანვე ეტყობა კოჭებში რომ რაღაც გამოვა მისგან აი იოკიჩი აიღე თუ პატარა მარკი გახსოვს ეგრევ მიხვდებოდი რომ მაგარი ცენტრი იქნებოდა და ბითაძეს მაგარი ცენტრობის ნიშან წყალი არაფერი ეტყობა
iloreli მამუკაშვილი კაი ბიჭია კი გავს რაგაცას ეტყობა რომ პერსპექტივა აქვს რაც მთავარია მშიშარა არააა მგონი მძიმე ფორვარდია თუ არ ვცდები შენ გეცოდინება ზუსტად 208სმ სიმაღლეში შეიძლება კიდევ მოიმატოს ის ცალსახაა რომ ბურთის გათამაშება დიქსონის გარდა არავის შეუძლია ფაცია დგება ხოლმე პირველ ნომრად მაგარი შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს რომ ეს მაგის პოზიცია არააა ფაციაცია უფრო მსუბუქ ფორვარდად და შუთერად თამაშობს ლოგიკურად კალათბურთში პოინთ გარდის გარდა ბურთის თავისუფლად ტარება შუთერსაც და მსუფუქ ფორვარდსაც შეუძლია და ატარებდეს უნდა კიდევაც ნუ ეხლა ცენტს და მძიმე ფორვარდს ბურთის ფლობას ვერ მოსთხოვ აი კაირ ირვინგივით გამთამაშებლებში დგეს ბურთის ტარება არავის არ შეუძლია არამიწიერად ფლობს რაღაც პოლიც კარგად ატარებს მაგრამ კაირთან ვერ მივა
იუთუბზე ნახე ლუკა ბულაშვილის ვიდეოები... ირვინგი თუარა კარი მაინც დადგება მისგან, ოღონდ მეორე კარი, სტეფანეს ძმა


ნუ მოკლედ კარგად ათამაშებს ბურთს და თუ მხოლოდ ბურთის თამაშს მიაწვება ჩვენც გამოგვადგება
ვნახავ აუცილებლად საინტერესოა როგორი პოინთ გარდი გვეზრდება
კალათბურთი რომელიც პარკეტზე მანდრაჟით გადის მითუმეტეს ევროპაში თამაშობს და გუნდის ლიდერიაო იძახიან საქართველოს ჩემპიონატიდან ხო არაა აყვანილი დამფრთხალი რო თამაშობდეს ეგეთევს ტალანტები არ ეთქმის ანაც კიდევ შერმადინის დონეს რომ მიაღწიოს ეგ იქნება ტალანტის მაქსიმუმი შერმადინის დონის მიღწევა საოცრებას სულაც არ ნიშნავს ამ ხალხის ლოგიკას ვერ ვხდები რა
ხო სხვათა შორის კუნთაც თავისი გაბარიტებიდან და პოზიციიდან გამომდინე კარგად ატარებს ბურთს ბევრ გამთამაშებელს შეშურდებოდა
გეთანხმები.. საშინელება იყო გუშინ.. დვალიშვილი ჯობდა.
იმედი ვიქონიოთ გამოასწორებს თამაშს... სადაც ცვენა ზვეზდას 20 ქულას უგდებს, მთლად ჩამოსაწერი არ უნდა იყოს.. თუმცა სენის არ იყოს ჯერ მეც ვერ დავინახე მაგ ბიჭში ვერაფერი სასიკეთო..
ბულაშვილის ვიდეოები ვნახე ძაან მაგრად ატარებს ბურთს და მაგარ პასებსაც აკეტებს... აუცილებლად გამოსაძახებელია, მითუმეტეს კარგად დავინახეთ ბურთს დიქსონის გარდა ვერავინ ათრევს ჩვენს ნაკრებში..
მამუკელაშვილს რაც შეეხება ეჭვიც არ მეპარება მეორე შენგელია გვეზრდება...
Ara bitadzis chamowera ar sheileba, piriqit RAC sheileba metad unda daitvirtos, gaixsenet shermadini eqvsi wlis win da axla, praqtikashi,palraqtika da praqtikashi sachiro
ესეიგი ბითაძემ თამაში რო დაიწყოს 6 წელი უნდა ვიცადოთ დაიტვირთოსო რო იძახი როცა გამოყვათ სასწაულებს ჩადის და რა დატვირთვაზე საუბარი ტიპი ცარიელ ფარში ფურთს ვერ აგდებს ბურთს ხელში ვერ იჯერს უვარდება მანდრაჯს თუ დამარცხებს შეიძლება გამოსწორდეს მაგრამ მე მაგისი გასოლობის და ნოვიცკობის ნაკლებად მჯერა
მერე კიდევ შერმადინი თალანტი და ვუნდერკინდი არასდროს ყოფილა მითუმეტეს ქართული კალათბურთის მომავალი ბითაძისგან განსხვაებით რომელიც მომავალ გასოლად მოინათლა და ვუნდერკინდად და არანირი მონაცემი არ აქვს მაგას მეორე გასოლი რო გახდეს და ქართული კალათბურთის მომავალი ქართული კალათბურთის მომავალს მე უფრო ბოქოლიშვილში და ბერიშვილში ვხედავ თუ პროგრესი და განვითარება გააგრძელეს აი ეგენი იქნებიან ქართული კალათბურთის მომავლები
შეიძლება ეს ფაცაცია შეტევაში სასწაული არააა მაგრამ დაცვაში ძალიან კარგია და საიმედოა
ზუროსი ძალიან შემეცოდა კაცს რაგაცა დაემართება გუშინ უეჭველი კაკ მინიმუმ შაქარი აუწევდა როგორი სანახავია გუნდი 30 რო დაკარგავს თამაში ბურთს და ასევე 30 ფოლს რომ აიკიდებს სუსტი ნერვების პატრონი ვერ გაუძლებდა გუშინ ან ტოკო ან შერმა რომ გვყოლოდა შეიძლებოდა მოგებაზე ფიქრი აი გერმანიასთან ერთი მაინც რომ ყოფილიყო უეჭველი მოვიგებდით
ავსტრიასთან ბითაძე არ ათამაშონ თორემ მაგასაც წავაგებთ გუშინ თამაშიდან 10 დან 2 ბურთი ჩააგდო 8 ჯარიმიდან სამი და ფარზე ხო საერთოდ მგონი არც იცის მოდნის რომელ მონაკვეთზე დგას ფარი ჯერ ვერ მიაგნო ძიებაში მაგრამ ძალიან საეჭვოა მიაგნოს საერთოდ ფარს
ძაან ჭკვიანი მწვრთნელია ზუროსი და დარწმუნებული ვარ შედეგსაც დადებს მეტი რესურსი უნდა გამოჩნდეს ესაა მთავარი
შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში რეგისტრაცია გაიარა. ამ კაცის პრეზენტაცია ნახეთ, კარგი გეგმა აქვს.
ერთი რაც მისგან არ მომწონს ისაა რომ ტუღუშ-ხოშტარიას მისტირის...
ხო, ეგ მეც არ მომწონს, მაგრამ გურასპაული რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას მეგობრებს ეძახის და გამარჯვების შემთხვევაში მათ გამგეობაში დატოვებას უპირებს კიდევ უფრო არ მომწონს.
ხოშტარია და ტუღუში მარტო იმისთვის იყვნენ გასაგდები, რომ ამდენხან დაუმალეს ნაკრებს მერაბ ბოქოლიშვილი.
+1
ბოქოლიშვილი დამალეს, დაბლოკეს ცქიტიშვილი, ფაცაცია და დვალიშვილი, რომლებიც მაისიდან ნაკრებთან რომ ევარჯიშათ და ეთამაშათ ტურისტების მაგივრათ, ევროპაზეც მაგრათ გამოგვადგებოდნენ და ეხლაც უფრო კარგ ფორმაში და შეთამაშებული იქნებოდნენ გუნდთან.
1000%
დიქსონამ თუ ასე გააგრძელა არ გამიკვირდება ნბა-ში გაიჩითოს, ძალიან გავს თამაშით სტეფ კარის. ისე შენგელია და შერმადინი რომ გვყოლოდა უეჭველი მოვიგებდით ორივე თამაშსს ახლა მაგარ ცუდ დღეში ვართ გასაგებია რომ შემდეგ თამაშებში დაგვიბრუნდებიან მაგრამ სხვებსაც დაუბრუნდებათ ვარსკვლავები იგივე ვოიტმანი გერმანიას და ძალიან გაგვიჭირდება
ავსტრიას უეჭველი მოვუგებთ იქაც და აქ მითუმეტეს დიდი ანგარიშით და გერმანიას უეჭველი უნდა მოვუგოთ დაჯე სერბეთის მოგებაც თავისუფლად შეიძლება თუ ეხლა მაინცდამაინც თეოდოსიჩი იოკიჩი და ბოგდანოვიჩი არ ეყოლათ არაა მაგათი დამარცხება რთული და ჩვენს ნაკრები კიდე ფიზიკაში მოიკოჭლებს გასაგებია ბოლომდე ვერ გაძლებენ მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან იქანცებიან ცოტა მეტი იმუშავონ ფიზიკაზე
ილო შენ ძალიან მაგარი კაცი ხარ სპორტის სასახლის წინ მზეჭაბუკის ძეგლის მაგივრად შენი და დიქსონის ძეგლი უნდა დადგან სერბეთის სასტავი არ ვიცოდი როცა ვნახე რადულიცა მაჩვანი ტოდოროვიჩი სიმონოვიჩი იყვნენ ვიცოდი რომ მოგების შანსი არ გვექნებოდა მაგრამ 18 ქულის მარცხის მიუხედავად მაინც მაგარი იყოო ყველაზე მეტად ის მახარებს რომ მოვა დრო და ბოქოლიშვილის და ბერიშვილის სახით სერიოზული შუთერები გვეყოლება მალადეც ორივეს საიდან ამ პატარა ბიჭებს ასეთი ცივსისხლიანობა რაც იციან იმან ხუთიანზე აკეთებენ და ყველაზე მეტად ის მომწონს მაგათში რომ ბითაძესავით მადრაჟით არ გადიან პარკეტზე და პარკისონი არ ემართებათ, დიქსონზე ნუ რა უნდა ითქვას საქებარ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ ვერ ვასვენებთ და იღლება და მეორე ტაიმში უჭირს შეტევაშიც ეგააა დაცვაშიც ბურთის ტრება ხომ მაგის გარდა კაციშვილმა არ იცის გუნდში ყველაზე მეტი ნაგრუსკა მაგაზე მოდის და რობოტი არააა სამწამიანი ჩვენი ნაკრების ყველაზე ძლიერი მხარე იყო და პერიმეტრი სუსტი ეხლა კი პირიქითააა ამ მანუს რა ჭირს მეორე თამაშია დაცვაშიც და შეტევაშიც კოშმარია სქიტას კიდევ ვინმემ უთხრას რომ უფრო მეტი აიღოს საკუთარ თავზე გარისკოს არავინ არ დაძრახავს ჯობია გარისკოს ვიდრე იდგეს და საკუთარ თავზე არ აიღოს თამაში ვიკა როგორ აკლია ჩვენს ნაკრებს ეგეთი მეფარე ჩვენ არ გვყოლია ძალიან მაგრი იყო ვიკა სამწამიანში ნებისმიერ პოზიციის იგროკს იჭერდა გინდაც ცენტრი გინდაც პოვერ ფორვარდი ძალიან გვაკლია მფრინავი ვიქტორა
ეხ მე ამის დედა ვა....რე ბითაძე როგორ დაგვაკლდა რომ გვყოლოდა ხო შევჭამდით სერბეთს





ისე რა უცნაურია ამ ნაკრებით პირველი პერიოდიდანვე მიგყვავს თამაში, ყველა რომ იყო თავიდან სულ ვაგებდით და მერე ვუქაჩავდით.
ეს კაცი მაგარი მწრთვნელია.ამაზე რაც იყო დამოკიდებული ყველანაირად დაუთვალა თამაში მაგრამ ნუ ამ წუთისთვის მეტის გაკეთება არარეალური ოყო.