ფეხბურთი

18:50 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-სომხეთი 3:0, საქართველო-სომხეთი 1:0

საქართველოს ორი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები შეხვდა სომეხ თანატოლთა ნაკრებს და ორივე შეხვედრაში ქართველებმა იმარჯვეს. თამაშები ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში გაიმართა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა 3:0 სძლიეს სტუმრებს. ორი გოლი ჯიბლაძემ გაიტანა (11, 43), ერთიც გაგნიძემ (18) დაამატა.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა კი 1:0 აჯობეს სომეხ თანატოლებს. გოლი ტორონჯაძემ გაიტანა 37-ე წუთზე.

აღნიშნულ გუნდებს შორის, მატჩები 29 ნოემბერსაც გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.236375