26 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ცნობილი იქნება. "დინამო არენაზე” ხუთ საათზე იწყება გადამწყვეტი მატჩი: “დინამო”-“ტორპედო”. ისე მოხდა, რომ ჩემპიონობის მაძიებლები ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს და სატურნირო ამბავი თავადაც იცით, თბილისელებს ფრეც ხელს აძლევთ, ქუთათურებს კი მხოლოდ მოგება სჭირდებათ.
დინამოელებს დააკლდებათ დისკვალიფიცირებული ლაშა თოთაძე – საჯარიმოების ოსტატი, რომელმაც წლეულს არაერთხელ საკვანძო გოლი გაიტანა და მათ შორის, ერთი ქუთაისშიც.
ურთიერთშეხვედრებში, ზოგადად და წლეულსაც, დინამოელებს დიდი უპირატესობა აქვთ. კახა კაჭარავას გუნდმა ამ სეზონში ორი მატჩი მოუგო უპრინციპულეს მეტოქეს, ერთიც ფრედ დაასრულა.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, “ტორპედოს” ხუთ წელიწადზე მეტია, რაც “დინამოსთვის” არ მოუგია. ბოლოს 2002 წლის გაზაფხულზე იმარჯვეს, “დინამო არენაზე” 2:1. თუმცა შარშან ამ დროს თასის ნახევარფინალში აჯობეს ქუთაისელებმა - 3:2.
სავარაუდოდ, “დინამო” აქამდე არ მიიყვანდა საქმეს, რომ არა წამყვანი ფეხბურთელების გამოკლება. ზაფხულში კაჭარავას გუნდი ლამის განახევრდა, მერე ორ თვეში კიდევ გამოაკლდათ ფეხბურთელები – ყველანი უცხოეთში წავიდნენ.
“დინამო” მართლაც კარგი გუნდი იყო აგვისტომდე, მერე კი აშკარად დათმო პოზიციები. “ტორპედოსაც” შანსი მიეცა, 2002 წლის მერე პირველად გახდეს ჩემპიონი.
I წრე. ტორპედო-დინამო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 არაბული (41), 0:2 თევზაძე (69)
II წრე. დინამო-ტორპედო 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 დოლიძე (43), 1:1 პაპუნაშვილი (50), 2:1 ხურციძე (66 საკ.კარში)
III წრე. ტორპედო-დინამო 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90+4)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავთ ტორპედოს ქომაგებო! პ.ს. დინამო გახდა ფიფიას სავაჭრო ბუტკა. მე ვარ თბილისელი კაცი
სამართალმა პური ჭამა !
ვულოცავ ტორპედოს და მის ქომაგებს ღირსეულ ჩემპიონობას !
კვასხვაძემ ორი გმირობა ჩაიდინა - მოიგო ფინალი და დიდ სკანდალს ააცილა ქართული ფეხბურთი !
ვადაჭკორიამ რა ჰქმნა - ჯერ იყო არდანიშნული ჯარიმა დინამოელი თავდამსხმელის მხრიდან, შემდეგ მისივე სიმულაცია, შემდეგ მოგონილი პენალტი, შემდეგ - ს ა მ ა რ თ ა ლ ი !!!
აი რაი იცის ფეხბურთელების წინ და უკან გაშვებამ მთელი სეზონის განმავლობაში. მარა ერთია ლიგაზე ვაბშე უშანსოდ იყო დინამო ამ შემადგენლობით და უეფაზე იქნებ რამდენიმე ეტაპი გადალახონ. ტორპედო ლომბარდ პაპასთან გამოვარდება ან რამე ეგთ შრი ლანკა გუნდთან თუ ყურადღება არ მიაქციეს და ეს კამანდა არ გააძლიერეს.
გეთანხმები
ტორპედომ დაიმსახურა მოგება, პენალტიც არ იყო დასადები, მაგარი თასია ორიგინალური
დინამოს ფან კლუბი სად ხართ შეიკრიბეთ და ფიფია გააპანღურეთ. ტორპედოს ვულოცავ ჩემპიონობას ამას თუ ჩემპიონატი ჰქვია საერთოდ.ისე ესენი გინდ ლიგაზე გასულან და გინდ ეცროპაზე აზრი აქვს
დინამომ ჩა.ჯ.ვა
გითხრათ რა მოხდება ? პირველ ტაიმს დინამო მოიგებს და მეორე ტაიმში ტორპედო გაათანაბრებს 1-1
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=87nZo-9TsQo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=87nZo-9TsQo':'https://www.youtube.com/watch?v=87nZo-9TsQo'))
ტორპედო ვერ მოიგებს უამრავი მიზეზის გამო. ჯერ ერთი პირველი ტაიმი იქნება უვარგისი სანახავი. მეორე ტაიმში დაიწყებს ტორპედო რაღაცეებს და გააუშვეს გოლს. 1-0 მორჩება დღევანდელი თამაში სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი ასეთია დღეს.
ყველანი სტადიონზე ვისცაც პრეტეზია აქვს რომ ქართული ფეხბურთი და უნდა დიდების დაბრუნება უყვარს ანუ დინამო
გადამწყვეტი ბრძოლა, ინტრიგა, კულმინაცია - როგორ უხდება ეს სიტყვები სპორტს და განსაკუთრებით კი ფეხბურთს.

მერე კი უბადრუკი ფეთხუმ-ლიგა და ჩვენი ფეხბურთელები გახსენდება, ყოველ ზაფხულს და მოახლოებულ ევროთასებს დასაკლავი ხბოს თვალებით რომ ელიან და ხვდები - ყველაფერი ამაოა, ა მ ა ო !!!
კაჭარავას გუნდი ლამის განახევრდა, მერე ორ თვეში კიდევ გამოაკლდათ ფეხბურთელები – ყველანი უცხოეთში წავიდნენ"წავიდნენ რასამბობ გუნდის ლიდერები არიან?! სკამს ხეხავენ და იფუჭებენ კარიერას .....