საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გერმანიასთან (70:79) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველოს ბევრი გამოცდილი მოთამაშე აკლდა და ამაყობს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებით.
“ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. ძალიან, ძალიან ამაყი ვარ, რადგან ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი გამოცდილი კალათბურთელი გვაკლდა და გვყავდა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე. გერმანიამ ფიზიკურად და სისწრაფეში გვაჯობა.
ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ეს თამაში დიდი გამოცდილება იყო და ისინი შეთამაშდებიან. ჩვენ არ გვყავდა გრძელი სკამი და შედეგი სავსებით ნორმალურია. გერმანიასთან შეხვედრა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშისთვის პირველი მატჩი გახლდათ”, - განაცხადა ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.
გარდ ამისა, ბერძენმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა:
"პირველ რიგში ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. ძალიან სასიამოვნო საკალათბურთო ატმოსფერო იყო დარბაზში. ყველა გუნდისთვის ძალიან რთულია ასეთ მომენტში თამაში, როდესაც ამდენი მოთამაშე გაკლია. თანაც, სულ სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად. მანუჩარისა და დიქსონის გარდა, ყველა წამყვანი კალათბურთლები დაგვაკლდა.
ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათ გულით ითამაშეს. თუმცა, გვქონდა პრობლემები - გერმანიასთან შედარებით გამოცდილების ნაკლებობა. მაგრამ წინ სერბეთთან შეხვედრა, რომლის მოგებასაც ვეცდებით. გერმანიის ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ.
არაა ადვილი 3 დღეში გუნდის შეთამაშება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი კალათბურთელი არ გყავს. მანუჩარი ორი დღის წინ შემოგვიეთრდა, დიქსონი ერთი დღით ადრე. არაა მართებული, როდესაც ძლიერი კალათბურთელები ნაკრებს აკლდებიან. ფიბასა და ევროლიგას კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს და ვიმედოვნებ, სწორ გამოსავალს იპოვნიან", - თქვა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გერმანიაში მარც1ხით დაიწყო. ზუროსის გუნდი მეორე შეხვედრას 27 ნოემბერს, ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც სპორტპორტალზე წაავიკიტხე ბასკონიას 30 დე ტამაში არ ქონიაა 1 დდე ტამაში არ ქონია კანაარიას და ტოკოსს დდა გიოს ტამაშის შანსი არისო ტან ცრვენა ზვეზდამ სერბეტს დაუტმო ხახი ტუ შანსი არ იქნა გამოყენებული აან ფედერაციაა უნიატო ან არ მინდა დავიჯერო მარა საბოტააჟის ნიშნები ჩანს.
კანარიას 1. დეკემბრამდე.
sami ro gadis jgufidan mere raxdeba kide sxva jgufi ketdeba daweret tu icit vinmem ra sistemaa
კი სამი გადის და ესტონეთი-დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი-ისრაელი....ჩვენი და ამ ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის და შექმნიან 6გუნდიან ჯგუფს....ჩვენ თუ გავედით იმ ორ გუნდთან აღებული ქულები გადაგვყვება რომლებიც გავლენ ჩვენი ჯგუფიდან და პლიუს ვითამაშებთ მეორე ჯგუფის გუნდებთან და საბოლოოდ ამ ექვსი გუნდიდან 4გავა მსოფლიოზე....ამიტომ მნიშვნელოვანია სახლში მოვუგოთ მინიმუმ ყველას რომ მეორე ეტაპზე რომ გადავალთ გადაგვყვეს ქულები და რეალური შანსი გვქონდეს
ექვსი გუნდიდან მგონი სამი გავა მსოფლიოზე.
gaixaree
ცქიტიშვილის ხეირიანი თამაში მანახე ოღონდ ნაკრებში და მეტი არაფერი მინდა,რატო ყავს ამდენი პირადი ფანი ვერ ვხვდები))
მე ის ვერ გავიგე ამდენი მტერი რატო ყავს. ტრავმა ქონდა მთელი სეზონი და ეხლაც გასიებული ფეხით ითამაშა პლიუს ასაკი რას მოითხოვთ მეტს?! დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესად ითამაშებს მაგრამ ბევრად ადრე უნდა გამოეძახათ ნაკრებში!
ხო რა ვიცი ვიღაცამ აქ 18 წლის ბიჭს ბიჭს ბიტაძეს ერტი ჩაგდებული თამაში აარ აპატია და უკანასკნელი სიტყვებიტ ლანძღა და ამაზე ერტი საყვედური არ დაცდენია.
თავს ზემოთ ძალა არ იყო სამწუხაროდ
ეგრე იყო სამწუხაროდ
შენც ყოჩაღი ხარ და მოთამაშეებმაც გაგვაკვირვეს, ასეთ თამაშს არავინ არ მოველოდით ასეთი შემადგენლდითობით. დაკარგული არაფერია და იმედით ვართ, მთავარი მოსაგები ავსტრიასთან ვგექნება და იმედია მოვიგებთ. წარმატებები!!
ჩვენც ამაყები ვართ ილიას, რომ შენისთანა ძლიერი სპეციალისტი წვრთნის ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მემგონი კარგათ გაერკვიე ქართულ ხასიათში და გუნდის გარშემო არსებულ ინტრიგებში, ეს შენს გადაწყვეტილებებში კარგათ ჩანს.
დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრისგან სრული მხარდაჭერა გექნება, წარმატებას გისურვებ ილიას ! ! !