საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გერმანიასთან მატჩის წინ ამბობს, რომ ასეთ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება ჩვენი გუნდის კონკურენტუნარიანობა.
“პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შემოუერთდა, ხოლო დიქსონი გუშინ, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. მიუხედავად ამისა, რთულ მდგომარეობაში ვართ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია, როგორებიც არიან ცინცაძე, სანაძე, ბურჯანაძე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. მხოლოდ ორი დღეა რაც შევიკრიბეთ და ასეთ მცირე დროში გუნდის შეთამაშება რთულია. ასეთ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება, თუ როგორი კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენი მოთამაშეებისგან ბოლო წამამდე ბრძოლას ველით”- განაცხადა ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩი გერმანიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ ქემნიცში დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოულოდნელად ბევრმა კალათბურთელმა ითამაშა საშუალოზე კარგი კალათბურთი საქართველოს ნაკრებიდან, ბრწყინვალე იყო დიქსონი მთელი სამი პერიოდი, რომელსაც თითქმის ჩვენი კალათბურთელების უმრავლესობამ აუბა მხარი, ბრწყინვალე იყო გუნდი პირველ ტაიმში პერიმეტრზე, მაგრამ საბოლოოდ დაცვაში სუსტმა თამაშმა, განსაკუთრებით სამწამიანის გაუკონტროლებამ და ლიდერების დაღლილობამ ჩვენი გუნდის 9 ქულით მარცხი გამოწვია.
მთლიანობაში ეს თამაში ბრწყინვალე მწვრთნელს და ფაქტობრივად სრულიად ახალ გუნდს აქტივში უნდა ჩავუთვალოდ.
ფუ ბლინ დღეს 23 მგონია და ბრუკლინი-პორტლენდს ვუყურებდი
იმედია აქაც სტუმრები მოიგებენ
მე პირველ რიგში ზუროსის იმედი მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვთვლი რომ კოკოშკოვზე უკეთესად მუშაობს ჩვენს ნაკრებში. ვიცი, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დიდი ალბათობით იმედგაცრუებული დავრჩები ამ საღამოს, მაგრამ მთლად უიმედოდ რომ ვიყო, არც ჩავუჯდებოდი თამაშს.
გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს !!!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
თოკო რატო არაა?
9 კოეფიციენტი მაინც გადამეტებულია
ეს ცქიტიშვილი ლებრონი ხომ არ გგონიათ?
არა მეგობარო, ჩვენ ცქიტიშვილი, ცქიტიშვილი გვგონია და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს განაცვიფრებს თავისი შესაძლებლობებით.
ლებრონი კი არა ამ ეტაპზე უკვე შენგელიაც ჯობია, მაგრამ საკმაოდ მაღალი კლასის არის... მაღალია, კლასი აქვს და სამიანებს კარგად ესვრის ეს კი ამ დონეზე ბევრს ნიშნავს!!
ეხლა თქვენ მთელი ნაკრების კალათბურთელები ერთად თუ შეკრიბეთ, კი გამოვა ერთი სუპერ ვარსკვლავი )))
Gmertma gisminos
ღმერთმა გისმინოს, ილიას! მიუხედავად იმისა რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, ძალიან მინდა რომ ბიჭებს შენი დარიგებებით ძალები შეემატოს და შენი დავალებები მაქსიმალურად შესრულდეს.
წარმატებები!
ცინცაძე სანაძე ბურჯანაძე ყველას ახლა აქ ტრავმა არადა ეს სამი კაცი რო გვყავდეს ეჭვიც არ შემეპარებოდა წარმატებაში.აბა შენ იცი ბერძენო პოპოვიჩის ტაქტიკები უნდა გაჭრა დღეს
თუ იცით ცქიტიშვილი იქნება?
უეჭველი იქნება
ახალწვეულებმა კარგი გამოწვევა მიიღეს ეხლა უნდა დაამტკიცონ რა შეუძლიათ სასტარტო მღელვარება უნდა გადალახონ და გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით იბრძოლონ ყოველი ბურთისთვის პოზიციისთვის ღმერთი თქვენსკენ
ილიას, გამარჯვებას გისურვებთ ! ! !
მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად ვთვლი ილიას ზუროს ძალიან ძლიერ სპეციალისტად, მან (ალბათ ქართველი ასისტენტების რჩევით) დაუშვა დიდი შეცდომა სელექციაში, როცა გამოცდილი ცქიტიშვილი და ფაცაცია არ წაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე და საერთოდ არ გასინჯა დვალიშვილის შესაძლებლობები, იმსახურებდა თუ არა ის ეროვნულ ნაკრებში თამაშს.
მე მინდა, როგორც ერთ - ერთმა რიგითმა გულშემატკივარმა დიდი მადლობა გადავუხადო ზემოთ ნახსენებ კალათბურთელებს პატრიოტიზმისთვის და იმედი მაქვს თამაშის ხარისხისთვისაც მექნება მათვის მადლობა მატჩის ბოლოს გადასახდელი.
ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული პასუხისგებლობა გამოცდილი მარკოიშვილის, დიქსონის და ახალგაზრდა ბითაძის, მათი წარმატებული თამაშის იმედი მაქვს და იმედია როგორც ყოველთვის მოგვცემენ მადლობის გადახდის საფუძველს.
ობიექტურმა და სობიექტურმა მოვლენებმა შანსი გააჩინა სათადარიგო კალათბურთელებისთვისაც და იმედია ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას ყველა მათგანი შეეცდება.
გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კალათბურთში ! ! !
იმედი მაქ რო გავიმარჯვებთ დღეს
დანაკლისის მიუხედავად ნორმალური შემადგენლობა გვყავს
ვდა არამარტო დღეს