ფეხბურთი

0:25 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგომ “ვალენსიასთან” გაახანგრძლივა

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ “ვალენსიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფორვარდი “მესტალიაზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო იქნება.

როდრიგო “ვალენსიას” 2014 წელს “ბენფიკადან” 30 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან პირველ სამ სეზონში “ლოს ჩეს” მაისური 91-ჯერ მოირგო და მხოლოდ 18 გოლი გაიტანა. მარსელინიო ტორალის ხელმძღვანელობით კი ძალიან კარგად ათამაშდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.091285