ფეხბურთი

22:10 | 23.11.2017 | ნანახია NaN - ჯერ

რობინიოს გაუპატიურებაში მონაწილეობა დაუმტკიცდა

ცნობილ ბრაზილიელ რობინიოს ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ცნობილმა იტალიურმა საიტებმა დაწერეს. მიზეზი? 33 წლის ბრაზილიელს 22 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობა დაუმტკიცდა.

ეს შემთხვევა 2013 წლის იანვარში, მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარა. იმ პერიოდში რობინიო “მილანში” თამაშობდა. რობინიოს გარდა, კიდევ ხუთ პიროვნებას მიესაჯა პატიმრობა.

იტალიაში არსებული სისტემის მიხედვით, პიროვნებას ერთდროულად რამდენიმე ინსტანციაში შეუძლია გასაჩივრება. ამიტომაც, რობინიოს ჯერ არ დააპატიმრებენ.

თეგებირობინიო

Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.087505