ფეხბურთი

15:47 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ლიბერტადორესი: “გრემიო” მესამედ თუ “ლანუსი” პირველად? (+VIDEO)

გაიმართა კოპა ლიბერტადორესის ფინალის პირველი მატჩი. ბრაზილიურმა პორტუ-ალეგრის “გრემიომ” შინ 1:0 მოუგო არგენტინულ “ლანუსს”, საპასუხო თამაში კი 29 ნოემბერს ჩატარდება.

ბრაზილიაში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შესულმა სისერომ გაიტანა. სისერო “ჰერტასა” და “ვოლფსბურგში” თამაშობდა.

“გრემიოს” საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ შემტევი ნახევარმცველი ლუანი, რომელიც შარშან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

“გრემიოს” ორჯერ აქვს მოგებული კოპა ლიბერტადორესი – 1983 და 1995 წლებში. “ლანუსს” კი სამხრეთ ამერიკის უპრესტიჟულესი საკლუბო ტიტული არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116156