კალათბურთი

13:35 | 21.11.2017 | ნანახია 5406 - ჯერ

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაცავს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოახლოებულ მატჩებში.

საქართველოს ნაკრები შემადგენლობა ასეთია:

მანუჩარ მარკოიშვილი ("რეჯანა", იტალია), მაიკლ დიქსონი ("სტრასბური", საფრანგეთი), გოგა ბითაძე ("მეგა ბიმაქსი", სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (უგუნდოდ), მერაბ ბოქოლიშვილი („ოლიმპი“), ლევან ფაცაცია („დინამო“), აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი“), რევაზ როგავა („ოლიმპი“), მიხეილ ბერიშვილი („დინამო“), ანატოლი ბოისა („კაკტუსი“), ბექა ბექაური („ქუთაისი), ნიკა დარბაიძე („ოლიმპი“).

საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში გერმანიის, სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთადაა. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი მეორე შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრები ისტორიულ შესარჩევ ეტაპს გერმანიაში მატჩით გახსნის. საგულისხმოა ისიც, რომ ილიას ზუროსის გუნდი ზედიზედ სამ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს და მეორე წრეში უკვე საშინაო მატჩები ელოდება.

24 ნოემბერი, ქემნიცი. გერმანია - საქართველო

27 ნოემბერი, ბელგრადი. სერბეთი - საქართველო

23 თებერვალი, ავსტრია (ქალაქი ჯერ არაა ცნობილი). ავსტრია - საქართველო

25 თებერვალი, თბილისი. საქართველო - გერმანია

29 ივნისი, თბილისი. საქართველო - სერბეთი

2 ივლისი, თბილისი. საქართველო - ავსტრია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველად ითამაშებს. თუმცა, ისტორიულ საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველო სერიოზული დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე დააკლდნენ. გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია თავიანთმა კლუბებმა ევროლიგაში თამაშის გამო არ გაათავისუფლეს, ხოლო ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრები წარსდგება.


კომენტარები (35)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:45 | 22.11.2017
ogafa (10220)

წარმატებები

18:51 | 21.11.2017
padoini96 (396)

ჩვენი კონკურენტების შემადგენლობები სად შეიძლება ვნახოო.

18:36 | 21.11.2017
dubligi (1492)

ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ დროის ჩვენი ნაკრების...ევროპაზე კინაღამ გადავირიე, ისე ვინერვიულე, იმიტომ რომ აშკარად შეგვეძლო მეტი...და აშკარად რაღაც მოხდა ბიჭებში..ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ როცა რაიმე კრიტიკულს ვამბობთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვაფასებთ ჩვენ ბიჭებს..
მოკლედ .. ევროპაზე რაღაც მოხდა და ჯობია ითქვას, ყველა გავიგებთ და ვაპატიებთ ყველას..და ჯობია, რომ ითქვას და არ იყოს ამდენი ჭორები..პირველ რიგში ვამბობ შერმადინის უკან გაწევას..რამდენიმე კალათბურთელის მეტისმეტ ბლატაობას არასაკალათბურთო თემებში.
აქ ითქვა, რომ არ წამოსვლის მიზეზი ფულიაო, კლუბები ფულს უხდიან და რა ქნან ბიჭებმაო, როგორ დააგდონო..გუშინ მე ვთქვი მთავრობაზე, ამ კონტექსიდან საყვედური და ვიღაცამ დაწერა რა შუაშია მთავრობაო...აჰა და გიხსნით...საქმეში ერთვება საელჩო და კონკრეტულად გადის ბასკონიაზე..ოღონს ეს უკვე სექტემბრიდან.მთავრობა ან თითონ ირტყავს ჯიბეზე ხელს ან ავალებს ბიზნესს ფულის ჩადებას იმ საქმეში, რასაც ქვია ქართველი კალათბურთელების შეკრება მსოფლიოს შესარჩევისთვის..რომ ჩაერთულიყო დროზე დიპლომატია პლიუს ფული, ეს საქმე გამოვიდოდა, ნუ ეცადათ ბოლო-ბოლო.
ასევე ვფიქრობ, რომ შერმადინი სადაც იყო იქ დარჩენილიყო ჯობდა. ტიპი ყოველ თამაშზე ლიდერი იყო ქულებით მოხსნებით...

17:12 | 21.11.2017
levani82 (41682)

Buratino
federer (17)

ამ ორ თამაშზე რაღაც პოზიტიურის დანახვა მინდა თორე სულ პესიმისტობა ჩემ მტერს. ეხლანდელი რეალობა ვიცი რაცაა მაგრამ პოზიტივის და იმედიანად ყოფნა მინდა და გვინდა

17:47 | 21.11.2017
federer (17) (15576)

პოზიტივი ის არის რო ცქიტიშვილი დაბრუნდა ნაკრებში
შემდეგი პოზიტივი ის არის რო ბითაძემაც უფრო დიდი გამოცდილება მიიღო ვიდრე ევროპაზე ქონდაა
მანუ და დიქსონიც სტაბილურები არიან ბოლო თამაშებში და ამათთან ერთად კარგი დამცველი ფაცაციაც მოგვიტანს სარგებელს

13:41 | 22.11.2017
ogafa (10220)

კარგია

16:03 | 21.11.2017
federer (17) (15576)

კატასტროფულად ცუდ სიტუაციაში არის ჩვენი ქვეყანაა
პარლამენტიდან რო ავიღოთ გენერალური წმენდაა საჭირო და მაქსიმუმ 10 კაცი თუ შეიძლება დარჩეს ახლა მოქმედებიდან თორე დანარჩენები ქვეყნის დანგრევის მეტს არ აკეთებენ არაფერს და არ ჩავუღრმავდები და ვერც ჩამოაყალიბებ წერით იმ აზრს რისი ჩამოყალიბებაც სიტყვითაც რთულიაა.
სპორტშიც მსგავსი წმენდაა საჭიროო
კალათბურთში ვხედავთ რაც ხდებაა. ვხედავთ მაგრამ ვერც ვხვდებით რა ხდება
ფეხბურთშია და რეები ხდებოდა გვახსოვს და ახლა კი მიწყნარებულია სიტუაცია, მაგრამ არა დალაგებული
ძიუდო რა დღეში ჩააგდეს ვხედავთ
არჩ სხვა ჭიდაობის სახეობებშია იდეალური სიტუაცია
და ზოგადად რომელ სპორტში არის დალაგებული საქმეე. ძალოსნობა ალბათ გამონაკლისი სადაც არანორმალურად დიდი პროგრესი გვაქვს
ახლა ბანალურ ფრაზას დავწერ ბოლო აკორდად "გვეშველება რამეეე"

16:14 | 21.11.2017
Buratino (3505)

დავიჯერო, რაგბი გამოგრჩა?!

16:24 | 21.11.2017
federer (17) (15576)

გამომრჩა აშკარად
მაქაც იყო რაღაც არეულობები, მაგრამ მგონი დალაგდა სიტუაციაა

17:15 | 21.11.2017
levani82 (41682)

სპორტის სამანისტროს გაუქმება გადაიფიქრეს ხო? სჯობს რეალური ცვლილებები მოხდეს, თუნდაც მტკივნეული, მაგრამ ეს ცვლილებები მომავალში შედეგი გამოიღოს თორე რაც ეხლაა კარგს არაფერს მოგვიტანს. სადაც კარგი სიტუაციაა იქაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს და მათი ბედი სხვებივით არ გაიზიაროს

17:43 | 21.11.2017
federer (17) (15576)

მართალი ხარ მეგობარო მოდუნება არ გვარგებს არაფერს და სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ.
ჩვენს სიტყვებსაც აქვს ძალა და აქტიურები უნდა ვიყოთ ყველგან და ყოველთვის

15:58 | 21.11.2017
Buratino (3505)

შემადგენლობაზე კონკრეტულად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი აზრი ასეთია: ხუთეული გასაგებია, ე.ი.
მანუ-კაპიტანი და მსროლელი, დიქსონი-გამთამაშებელი, ცქიტო-მძიმე ფორვარდი, გოგა ბითაძე-ცენტრი და ფაცაცია ან ბერიშვილი (ვინც უკეთეს ფორმაში შეხვდება ამ თამაშებს). ამ ხუთეულიდან ყველას თუ არა, მანუს და დიქსონს (შესაძლოა ცქიტოსაც) შეუძლიათ თამაშში მინიმუმ 30 წუთი გაქაჩონ. რაც შეეხება მეტნაკლებად უმტკივნეულო შეცვლებს: იმედია, ბითაძეს დვალიშვილი ნორმალურად შეცვლის, ხოლო ბერიშვილი-ფაცაციას ან პირიქით. აი დანარჩენი შემცვლელების სარგებლიანობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ქულების ნაცვლად იმას ვისურვებდი რომ ბევრი ბურთები არ დაკარგონ თამაშში. თუმცა, იქნებ რომელიმე მოთამაშემ სასიამოვნოდ გაგვაკვირვოს. მოკლედ, როგორც იტყვიან, "აბანოში გამოჩნდება თეთრი და შავი *****"

16:10 | 21.11.2017
federer (17) (15576)

სასტარტო ხუთეული ასე თუ ისე ნორმალური გვყავს, მაგრამ სკამი მართლა არაფაფრისმომცემად გამოიყურებაა

15:49 | 21.11.2017
federer (17) (15576)

სწორედ ამ ჯინიაობის გამო მივედით იქამდე სანამდეც უნდა მივედით
განაწყენებული მამა რო არ უშვებს შვილს ნაკრებში სათამაშოდ ეგ სწორიაა?
გუნდთან შეთანხმების შედეგად შეიძლებოდა ეთამაშა თოკოს და გიორგის, მაგრამ სეზონი დაწყებული არ იყო ვიცოდით რო არ ითამაშებდნენ.

16:51 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

რა მიზანი გაქვს თორნიკეზე და მამამისზე რომ ამ ტონში საუბრობ. გინდა თორნიკე შენგელიამ და გინდა კახა შენგელიამ როდის არ დადეს გული და სული ქართული კალათბურთისთვის. თუ ამ ფინანსური მახინატორების (გაბრიჩიძე - ქართველიშვილის) მხარდაჭერი ხარ პირდაპირ დაწერე, თუ არა მოეშვი ღირსეული ხალხის შეურაცხობას.

15:54 | 21.11.2017
levani82 (41682)

კლუბს სრული უფლება აქვს თავისი მოთამაშე არ გამოუშვას აგერ ტიმამ ხო თქვა ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, რომ ნაკრებში არ წავიდეთო, რადგან ეს კლუბი ხელფას გვიხდის და ამით ოჯახებს ვარჩენთო

16:07 | 21.11.2017
federer (17) (15576)

უფლება არ აქვს თქო არ მითვამს მაგრამ არ მოგილაპარაკია და ეგრევე ამბობ რო ვერ წამოვალო ამაზე მაქვს საუბარიი
ურთიერთშეთანხმება ყოველთვის არის და გამოსავალის მოძებნა ყოველთვის შეიძლებაა, თან თორნიკეს დონის მოთამაშეს კი ეთქმის სიტყვა კლუბშიც და არამგონია კლუბსაც აწყობდეს ასეთ მოთამაშეებთან სიტუაციის გართულება, მაგრამ შენ რო გადაწევე ნაკრების ინტერესებს გვერდით მაშინ იოლად და მარტივად მოგიგვარებენ საქმეს

17:06 | 21.11.2017
eke99 (1362)

ფედერაციიასთან შენგელია კახას ზაფხულშIც ქონდა დაპირისპუირება მაგრამ თორნიკე ნაკრებში იყო და ლიდერიც იყო. ევროლიგა არ უშვებს მოთამაშეებას ნათქვამია და ვერც ვერანაირად წამოვა ძალიან რომ უნდოდეს. შენგელიაზე მსგავსი რამის თქმა მართლა არ შეიძლება, ადამიანი სულ ნაკრებში ბოლომდე იხარჯება და ყველამ ვიცით რომ მაგარი ადამიანია. მოლაპარაკება კლუბთან ასეთ დროს შეუძლებელია, რადგან კლუბს თავისი ინტერესი აქვს და ნამდვიკლად არ ანაღვლებს ახლა საქართველო მოიგებს თუ არა. რჩება ერთი გზა მხოლოდ რომ ვისურვოთ რომ ჯანმრთელი იყოს თოკო სეზონის ბოლოსაც და ნაკრებს მერე დაუბრუნდეს ფორმაში და ჯანზე როგორიც ახლაა

15:40 | 21.11.2017
levani82 (41682)

qomagi555

შენთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა და შენს კომენტარებს სულ ვკითხულობ. ამ ფიბა ევროპის თასის ფამო ჩვენი ცხრილი არეულ დარეულია

15:46 | 21.11.2017
federer (17) (15576)

თოკოს და გიორგისაც შეუძლია წამოსვლაა
არ უდევთ მაგას კონტრაქტში ვალდებულება რო სანაკრებო თამაშებზე არ წავიდნენ
მაგრამ ტოკოს გაუშვებს ახლა მამამისი ნაკრებში სათამაშოდ?

17:08 | 21.11.2017
eke99 (1362)

ყველას კონტრაქტშI უდევს FIBAს კონტრაქტებზეა საუბარი რომ კლუბის საკუთრებაა და კლუბის გარეშე სხვა აქტივობებში ვერ ჩაერთვებიან და კლუბის ნებართვის გარეშე ვერაფერს იზამენ

15:52 | 21.11.2017
levani82 (41682)

მაგ 2 კაცს სერბეთთან თამაში შეუძლიათ, თორე ჩვენი დროით 24-ში თოკოს ევროლიგის თამაში უწევს

15:53 | 21.11.2017
federer (17) (15576)

კი გასაგებია კონკრეტული თამაშები, მაგრამ კალენდარები არ იყო დადგენილი რო პასუხი ვიცოდით

15:56 | 21.11.2017
levani82 (41682)

პირველადი მონაცემებით ევროლიგის კალენდარი ასე თუ ისე ცნობილი იყო

16:08 | 21.11.2017
federer (17) (15576)

ნახავ რამდენი ევროლიგის მოთამაშეები იქნებიან ამა თუ იმ ნაკრებშიი

15:39 | 21.11.2017
qomagi555 (259)

გოგოძე რატომ არ არის? ევროთასის თამაშებში დინამოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნამდვილად. ვითომ ოლიმპის ბოქოლიშვილი ჯობია დავიჯერო? თან ერთბაშად სამი ოლიმპელია ნაკრების 12 კაცში და რამე განსაკუთრებული წარმატება აქვს ოლიმს წელს თუ მე გამომრჩა რამე? როგორც ვიცი დინამოს, ქუთაისის, რუსთავის და ბათუმის შემდეგ მეხუთე ადგილზეა ჩვენს "მშვენიერ" სუპერლიგაში და ამ ლიგის მეხუთეადგილოსნის 3 კაცი ნაკრების 12-ში აშკარად ზედმეტი მგონია...
ნუ ლონდარიძემ შანრშან აშკარად აჯობა ბექაურს და წელს ალბათ ვერაა ფორმაში, საღადაოც აღარ ექნება სასტავს და რა ეშველებათ ))
დვალიშვილზე ერთი ამბავი იყო ატეხილი არიქა კაკი ნაკრებშიო და აჰა რას იზამს საინტერესოა
ნუ ტოლიკაზე აღარ ვამბობ არაფერს ისედაც ყველაფერი გასაგებია მანდ

15:42 | 21.11.2017
levani82 (41682)

მე მომწონს ფიბამ ასეთი ფორმით შესარჩევი რომ შემოიღო დაჟე ადრეც უნდა ექნათ

15:45 | 21.11.2017
federer (17) (15576)

რათქმაუნდა ძალიან კარგია ეს სისტემა და რო არა ეს არეულობა უპრობლემოდ გავიდოდით

15:49 | 21.11.2017
levani82 (41682)

ფიბა ამ წესით გვეუბნება გინდ გვაიძულებს საკლუბო კალათბურთს მიხედეთო ასეთი ფორმატი რომ არ მიეღოთ კიდევ ასე ვიქნებოდით და სულ ლეგიონერების ხარჯზე ვიქნებოდით ეხლა კი გვეუბნება სუპერლიგას როგორმე მიხედეთ და გააძლიერეთო. თუ ვინმე არ გვაიძულებს, მანამდე საქმეს არ ვაკეთებთ აი ასეთი ტიპის ხალხი ვართ ეხლა კი ფედერაციაც ხელს გაანძრევს და სუპერლიგას მიხედავს არ იზამს და მერე მეყოლე ვარდივით და მერე მარტო შესარჩევებით შემოვიფარგლებით

16:00 | 21.11.2017
Buratino (3505)

აი მაგაში 100%-ით გეთანხმები. უბრალოდ, საქმე იმაშია რომ ქართველები სულსწრაფი და მაქსიმალისტი ხალხი ვართ და დღესვე გვინდა შედეგი

15:52 | 21.11.2017
federer (17) (15576)

შიდა ჩემპიონატის გარეშე რთულია სერიოზულ მიზნებზე და პროგრესზე საუბარიი
დინამოს ევროტირნირებში ჩართვა იყო ძალიან კარგი, მაგრამ სხვა ოზიტიური მოვლენა არაფერი მომხდარა ბოლო პერიოდში პირიქით სკამისთვის ჭამენ ერთმანეთს და მეტი არაფერიი
არაფრის გამკეთებლები არარიან ესენი არცერთიი

15:37 | 21.11.2017
levani82 (41682)

federer (17)

ძმა ამ წესის და ამ ფორმით სისტემის შემოღებით პოზიტიურობაც დაინახე

15:46 | 21.11.2017
Buratino (3505)

ჩვენთვის ვერაფერ პოზიტიურს მე ვერ ვხედავ ამ წესის შემოღებით. ფაქტია, ჩვენი ნაკრების მეორეხარისხოვანი მოთამაშეები (ანუ ისინი ვისაც ახლა შეცვლებიდან შემოსვლა მოუწევთ) ძალიან ჩამორჩებიან იგივე გერმანიის, სერბეთის ან თუნდაც ავსტრიის სათადარიგო მოთამაშეებს. ეს ყველაფერი კი დიდწილად იმის ბრალია რომ ჩვენი სუპერლიგა საკმაოდ დაბალი დონისაა, რისი მკაფიო ბარომეტრიც წლევანდელი ფიბას თასია! საერთო ჯამში იმის თქმა მსურს რომ თუ ევროლიგა და ნბა არ უშვებენ წამყვან მოთამაშეებს, სხვა წამყვანი ნაკრებები ამ დეფიციტს ნორმალური კლასის (!) სხვა მოთამაშეებით ავსებენ, ხოლო ჩვენ გაცილებით ცუდ დღეში ვვარდებით, რადგან ჩვენს წამყვან მოთამაშეებს 2-3 თავით უფრო დაბალი დონის შემცვლელები ჰყავთ. ამიტომაც, სანამ ისინი ინდივიდუალურად არ მოუმატებენ და საერთოდაც, სანამ ჩვენი სუპერლიგის ხარისხი არ მოიმატებს, მანამდე სიღრმეების პრობლემა სულ იქნება

15:43 | 21.11.2017
federer (17) (15576)

სიმართლე გითხრა მეგობარო
ვერცერთ მხარეში ვერ ვხედავ ღირსეულ ადამიანებს რომლებსაც ქვეყნის ინტერესები უყენით პირველ ადგილზე და მერე საკუთარი კეთილდღეობაა

15:34 | 21.11.2017
federer (17) (15576)

ვიცე პრეზიდენტი რო ფედრაციაზე ლაპარაკობს ეგ არის უბედურებაა
ასე დიდხანს არ გვეშველებაა
ვიცე პრეზიდენტი ხა შეჩემისა და შენც გაკისრია ვალდებულება და სხვას რო ლანძღავ შენ რა გააკეთეე. თუ ფუნქცია არ ქონდა ადრე ელაპარაკა მაგრამ სანამ ხელფასი ქონდა მანამდე პრობლემები არ იყოო

15:29 | 21.11.2017
federer (17) (15576)

მაგარი ცუდი სიტყაცია რო არის ნაკრებში ფაქტიაა
მაგრამ 30 წუტია ვუყურებ დაბლა დადებულ ლინკს სადაც გადაცემაა მიძღვნილი სპოციალურად კალათბურთისთვის, მაგრამ ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანეე.
ეს შენგელია 4 წელი ფედერაცისს პრეზიდენტი მოადგილე არ იყოო და რა გააკეთა?
პრეზიდენტზე რო ლაპარაკობს მას არავიტარი როლი და ფუნქცია არ ქონდა საკმაოდ მაღალი თანამდებობაზე იყოო

16:30 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

არ იყო ოთხი წელი ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია და თუ არ ვცდები სამი წლის წინ დატოვა პოსტი სწორეგ ბასკონიასთან ხელმოწერილი კონტრაქტის გამო, რამდენადაც თვითონ ხსნის გამგეობის წევრად დარჩა, მაგრამ იგნორირებას უკეთებდნენ და გამგეობის სხდომებზე არ ეძახოდნენ.

15:28 | 21.11.2017
levani82 (41682)

კარგად რომ დააკვირდეთ ფიბამ ეს წესი და ამ ფორმით რომ შემოიღო ძაან კარგია და აგიხსნი რატომაც

15:28 | 21.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი მანუ ყველაზე შენზეა დამოკიდებული გუნდის ლიდერი ყველა მხრივ შენ ხარ უნდა გააგიჟო პატარა ბიჭები

15:26 | 21.11.2017
Buratino (3505)

მშვენიერი შემადგენლობაა! რაც მთავარია, გუნდშია ჩვენი ნაკრების სავიზიტო ბარათი, ნაკრების "მარადმწვანე" წევრი - ტოლიკა მხოლოდ ლონდარიძეზე დამწყდა გული, რადგან მისი სახით
ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ჭეშმარიტად ღირსეული წევრი - "მხურვალე გულშემატკივარი" დააკლდება

15:29 | 21.11.2017
Buratino (3505)

სერიოზულად თუ ვიტყვი, არსებული რეალობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ზუროსმა მართლაც რომ ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია. ხუთეულს არა უშავს, გაქაჩავენ. აი შეცვლები რას იზავენ, ეგაა საკიტხავი. ძალიან მინდა, მარქაფას მოთამაშეებმა თითო მატჩში ჯამში 10 ქულა მაინც მოგვიტანონ

13:44 | 22.11.2017
ogafa (10220)

+

15:11 | 21.11.2017
airvika13 (657)

ხო და მთავარი ზუროსიც დიდი ძალაა დამიჯერეთ

15:10 | 21.11.2017
airvika13 (657)

ნუ ბოისა ბოისა...რთულ მდგომარეობაში კივართ მაგრამ არც ისეთში რომ ყველანაირი იმედი გადაგვეწუროს...უბრალოდ ამ ორი შეხვედრისთვისაა ეს შემადგენლობა და იყო ლაპარაკი რომ 27ში მაინც დაგვემატებოდნენ თოკო და გიო მაგრამ ეტყობა ვერ ახერხებენ...არაუშავს მთავარია შემდეგ შეხვედრებში ბუ და ბექა დაბრუნდებიან უკვე იმედია იქნებ იქ მაინც მოახერხონ ევროლიგის მოთამაშეებმა ჩამოსვლა და სახლში გერმანიასთან და მერე ავსტრიასთან უნდა მოვიგოთ....ზაფხულში კი დიდი ალბათობით ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება და აქ სერბეთის დამარცხება დიდი სასწაულიც არუნდა იყოს....კი რთულ მდგომარეობაში ვართ მაგრამ არა ისეთში რომ უკვე გადაგვეწუროს იმედი....და ისევ ჩვენი იმედი ბოისაDDD

15:02 | 21.11.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ნუ, რაც არის ეს არის !!!
მთავარია ერთსულოვნება გუნდში და იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული განწყობა, რაც ჩვენშია - გულშემატკივრებში.
იქნებ უკეთესიც იყოს, რომ ფავორიტებად საერთოდ არ მოვიაზრებით.
რა თქმა უნდა, ზუროსის იმედიც მაქვს.

14:52 | 21.11.2017
გუგა80 (1551)

პირველ ეტაპს კი დავძლევთ, მაგრამ მეორე შესარჩევ ეტაპზე შანსი არ გვაქვს. აღარაფერს ვამბობ ყარაულის თოფმა თუ გაისროლა და გავედით მსოფლიოზე ის სამარცხვინოდ გავფარჩაკდებით.

ასე რომ დაიკიდეთ და მოეშვით.

საქართველოში გუნდური სახეობებიდან მხოლოდ რაგბია ცოცხალი და რაც უფრო ადრე შევიგნებთ ამას უკეთესია.

15:33 | 21.11.2017
Buratino (3505)

გიო, მე პირადად 1-ლი ეტაპის დაძლევაც მეეჭვება. ეს ორი თამაში თუ წავაგეთ (გერმანიასა და სერბეთთან, რისი დიდი შანსიც არის), მერე ავსტრიაშიც ძალიან გაგვიჭირდება. ჯერ ერთი, ფსიქოლოგიურად ვიქნებით რთულ ვითარებაში და მეორეც, ავსტრია თავის უძლიერეს სასტავს გამოიყვანს, ფარზეც გვაჯობებს (რა ვიცი, ამხანაგურში მასე იყო), ხოლო პერიმეტრიდან ჩვენ ბევრი ქულის ამღები არ ვართ. ჰოდა, 3 წაგების მერე უკვე ძალიან მცირე შანსი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლის. შეიძლება ნამეტანი მძიმე სურათი დავხატე, მაგრამ სამწუხაროდ რეალობისგან არცთუ შორსაა

15:26 | 21.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კალათბურთი რატოა არაა ცოცხალი ევროპის ჩემპიონატზე ლიტვას რო უგებ სიკვდილის რა გეტყობა

15:37 | 21.11.2017
Buratino (3505)

ლაპარაკია არა იმაზე რაც უკვე იყო, არამედ რაც აწი ანუ უახლოეს მომავალში იქნება

15:52 | 21.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

1 თვის წინ იყო და არა წლების წინ.ტრავმა აქ ნაწილს კიდე არ უშვებს სხვადასხვა ქვეყნის
ჩემპიონატი მკვდარი არანაირადააა კალათბურთი ეროვნული ლიგა თუ იგულისხმა ეგ არ ვიცი

14:54 | 21.11.2017
federer (17) (15576)

მსოფლიოზე თუ გავედით მერე ფაცჰულიას გარდა ყველა გვეყოლებაა და რატო უნდა გავფარჩაკდეთ?

15:35 | 21.11.2017
Buratino (3505)

მსოფლიოზე თუ გავედით (რაც დღესდღეობით შეუძლებლად მოსჩანს), მაშინ მართლაც არ მგონია რომ გავფარჩაკდეთ. ის კი არა, შესაძლოა ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ

14:50 | 21.11.2017
levani82 (41682)

კარგად რომ დააკვირდეთ ფიბამ ეს წესი და ამ ფორმით რომ შემოიღო ძაან კარგია და აგიხსნი რატომაც

14:41 | 21.11.2017
levani82 (41682)

ბიჭებო ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანია შემდეგ შესარჩევ ეტაპზე გადავა და თუ ჩვენც გადავედით იმ 2 თამაშის ქულები გადაგვყვება

14:35 | 21.11.2017
deqstera_best_7 (1964)

მთლად ისეც არარის იმ თაობის მერე რო არავინ გვყავდეს, იმ თაობას დაემატა შერმადინი, შემდეგ შენგელია, ბოლო პერიოდში სანაძე-ბურჯანაძე და ეხლა ბითაძე(უბრალოდ აქედან ორს ტრავმა აქვს და ორი ევროლიგაშია)...
საერთო ჯამში ესეც კარგია იმის ფონზე რო ფული კერძო სექტორიდანა რიდება და ჩემპიონატის დონე მაღლა ვერიწევს კალათბურთელები რო გაიზარდონ ეს ბასკონიას თემა კი მართლა კარგია, აქ თუ არგაქ შესაძლებლობა გაზარდო უცხოეთში მაინც გაუშვებ...

14:47 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

stripslashes((strlen('http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/cenzuris-gareshe/article/1519-cenzuris-gareshe-13-11-2017')>0?'http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/cenzuris-gareshe/article/1519-cenzuris-gareshe-13-11-2017':'http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/cenzuris-gareshe/article/1519-cenzuris-gareshe-13-11-2017'))

უყურე ამ გადაცემას მეგობარო და არა მგონია რომ კიდე თქვა, რომ "ბასკონიას თემა კი მართლა კარგია".

14:59 | 21.11.2017
deqstera_best_7 (1964)

ეხლა ამხელა გადაცემის ყურების დრო არმაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია ბასკონიას აკადემიაში გაშვებული ბავშვების თამაში ვნახე და მაგრადაც მომეწონა

14:34 | 21.11.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ევროლიგის რეგულარული მხოლოდ აპრილში რჩება, ასე რომ მანამდე თუნდაც ერთი რამენაირად რომ მოვიგოთ, შემდეგ სახლში სერბებთან და ავსტრიელებთან დაგვრჩება....ისე მაგარ უიმედოდ ვარ.))

14:34 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

დიქსონი (186)
მარკოიშვილი (197)
ფაცაცია (198)
ცქიტიშვილი (213)
ბითაძე (211)

ჩვენს სასტარტოს მართლაც არა უშავს იმ ფონზე რაც ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდების სასტარტოებია, თუ შეთამაშებას მოასწრებენ.

14:28 | 21.11.2017
levani82 (41682)

კაპიტანი ალბათ მანუ იქნება

14:28 | 21.11.2017
dpj-001 (1572)

ბოისა ლატარიაშია მოგებული და მარად მწვანე უბერებელი ტიპია

14:22 | 21.11.2017
BEERTRANCE (97819)

იმედის იმედად ვართ

14:24 | 21.11.2017
levani82 (41682)

მოკლედ აბრაკა დაბრაკას იმედად ვიყოთ ხო?

14:21 | 21.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სანაძე რომ იყოს კიდე არაუშავს მაგრამ ყველას ტრავმა აქ დღეს.სასტარტო მაინც კარგია რა აი მერე ვინ შემოვა ეგაა საქმე

14:23 | 21.11.2017
levani82 (41682)

ზოგი ტრავმას იღებს ზოგიც სანაკრებო კარიერას ასრულებს, მაგრამ ბოისა ყოველთვის ჯანზეა ანუ ტრავმა მაგას არ ეკარება

15:24 | 21.11.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბოისა დიდი კალათბურთელია შესაბამისად დიდ ყურადღებას აქცევს ფიზიკურ მომზადებას

14:25 | 21.11.2017
iloreli (2516)

ერთდროულად დავწერეთ

14:26 | 21.11.2017
levani82 (41682)

ხოდა ერთდროულად, რომ დავწერეთ რაღაც გაგვეხარდება და ეს რაღაც გერმანიასთან მოგება იყოს

14:35 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

თქვენს პირს შაქარი

14:21 | 21.11.2017
levani82 (41682)

iloreli

თილისმა ანუ ბოისა?

14:24 | 21.11.2017
iloreli (2516)

ეგარი ძმაო მინიმუმ 10 წელია შეუცვლელი წევრი ნაკრებში.. გადახედე ყველა მიდი მოდის ხან ტრავმას იღებს ხან არ იძახებდნენ, დიქსონი ვაფშე ეხლა დავიმატეთ 1 წელია მგონი..
ბოისა იმენა 21-ე საუკუნეში საქარტველოს ეროვნულ ნაკრებთან ასოცირდება

14:25 | 21.11.2017
levani82 (41682)

ასეთ კითხვას დავსვამ მაგრამ რა აზრი აქვს. რატომ იძახებენ?

14:14 | 21.11.2017
iloreli (2516)

სასტარტო მაინც ნორმალური გამოვიდა.
ისე სრული შემადგენლობით ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებდით.
რაც მთავარია ტილისმა ადგილზეა.. აბა თქვენ იცით ბიჭებო...

14:05 | 21.11.2017
batitasiko3 (116)

აბაბახლა უეჭველი გავალთ ფინალში.რა საოცარი ნაკრები გვკავს.ესაა შედეგი უმაქნისი ფედერაციის,ამდენი წელია ერთი და იგივე სასტავი ყავთ ნაკრებში და აქა შედეგიც,ზოგი დაბერდა,ზოგმა თავი დაანება ნაკრებს,ზოგს არუშვებენნდა ესენი ყ..ამოგდებულები ბასკონიას ან თავის ჯიბეებს ამდიდრებენ.
ცქიტიშვილს კიდე სინდისი სულ არქონია,ამდენი წლებია აჯ..მენ თავზე,ნაკრებს არგააკარეს და ახლა დაუძახეს დედა როაქვთ მო...და ეს სლეც დათანხმდა არაა? ვაი თქვენს პატრონს

14:20 | 21.11.2017
iceman (2988)

ისე პრიკოლი არაა ბასკონიასთან გვაქვს ხელშეკრულება და ამ დროს იმენა ბასკონიამ გაგვწირა, თოკო რომ იყოს უეჭველი გავიდოდით

14:21 | 21.11.2017
levani82 (41682)

ბასკონიას იმდღესვე ევროლიგის თამაში აქვს

14:04 | 21.11.2017
iceman (2988)

კაროჩე 4 კაცით უნდა ვეთამაშოთ 12-ს ასე გამოდის, და ამ 4-დანაც ერთი დიქსონია მაგარ ფორმაში, მანუ და სკითა ასაკში არიან და გოგა ჯერ პატარაა, დანარჩენი 8 ბალასტია

14:06 | 21.11.2017
iceman (2988)

თუმცა 1 პლიუსი ისაა რომ პირველ თამაშს ყოველთვის კარგად ვთამაშობთ და დაღლილობაც ნაკლებია ასე რომ იმედია ეს ოთხეული გაქაჩავს მთელი მატჩი შეუცვლელად

13:56 | 21.11.2017
deqstera_best_7 (1964)

დიქსონი (186)
მარკოიშვილი (197)
ფაცაცია (198)
ცქიტიშვილი (213)
ბითაძე (211)


ძირითადი შემადგენლობა იდეაში ეს იქნება, შეიძლება ბერიშვილი ფაცაციას მაგივრად ფორმას გააჩნია... მაგრამ მე ის გამიტყდა ის ბავშვები ვინც გაფართოებულში არიან აქ რო ვერმოხვდნენ...

13:49 | 21.11.2017
galaqtiko (3488)

აუფ აუფ

13:36 | 21.11.2017
temo11 (1791)

ვაი ვაი ვაი

0.084055