კალათბურთი

11:12 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა და მარცხი ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ბოსტონ სელტიკსთან” 88:92 წააგო. “კელტებმა” ზედიზედ მე-14 შეხვედრა მოიგეს.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ზაზას თავის გუნდში ყველაზე მაღალი ეფექტიანობის (+16) მაჩვენებელი ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. “მეომრები” 88:86-ს იგებდნენ, ბოსტონელებმა ჯერ გათანაბრეს და შემდეგ მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე კაირი ირვინგმა ორი საჯარიმო ქულა ჩააგდო. შემდეგ დურანტმა ააცილა ორქულიანი და “გოლდენ სტეიტმა” მიმდინარე სეზონში მეოთხე შეხვედრა წააგო.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა კევინ დურანტმა მიითვალა. “ბოსტონში” ალ ჰორფორდი 18 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. სტეფ კარის მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა.

მომდევნო მატჩში “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ფილადელფიას” დაუპირისპირდება, თამაში 19 ნოემბერს თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.540905