საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.
არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია იცავს.
ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის“ მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიჰომირ ბუიანი.
შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს თბილისში 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.
gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრების ჯოკერი ტოლიკა ისევ ადგილზეა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
თუ შერმადინი და შენგელია მოვისაკლისეთ, მაშინ:
ბითაძე, ცქიტიშვილი, დვალიშვილი, ცინცაძე, სანაძე, დიქსონი, მარკოიშვილი, ფაცაცია, ბერიშვილი, როგავა, ბოისა და ის პატარა ბიჭიც - ანდრონიკაშვილი.
ვაჰ მტლუღუში მოგვიცილებია, მარტო ეგ გვიზრდის შანსებს.
მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გადისო. და მომდევნო ეტაპში რა იგულისხმება პირდაპირ მსოფლიოზე ხვდები თუ კიდევ კვალიფიკაციაა?
ბოლო კვალიფიკაციაზე გადადიხარ. ჯერ იყო წინასწარი კვალიფიკაცია და იქ თამაშობდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ევროპაზე ვერ მოხვდნენ და ჩვენ პირველ საკვალიფიკაციოდან ჩავერთვეთ. მეორე საკვალიფიკაციოზე გინდ მესამე დაარქვი სულერთია ჯგუფის 3 საუკეთესო გადადის, ოღონდ ის ქულები გადაგყვება და შემდეგ საკვალიფიკაციოში ანუ ბოლო კვალიფიკაციაში სხვა გუნდის 3 ნაკრებს მიმოსვლით ვეთამაშებით ანუ ჯამში 10 თამაში გამოგვივა და აქაც სამეულში თუ მოვხვდებით მსოფლიო ჩემპიონატს ვითამაშებთ
სხვა ჯგუფი უნდა დამეწერა
ცინცაძე-
დიქსონი
მარკოიშვილი
ცქიტიშვილი
ბითაძე
სანაძე-ფაცაცია ზამენიდან, საკმაოდ ნორმალური სასტავია...
შენგელია-შერმადინი-ფაჩულია ეს სამეული დაგვაკლდება მაქსიმუმ ევრობასკეტსთან შედარებით, საიდანაც პირველი ორი არარის გადაწყვეტილი (ბურჯანაძე-სანიკიძე ევროზეც არიყვნენ)! ამ დროს რა ხდება მეტოქის ბანაკში?? სხვებს რო თავი დავანებოთ გერმანიაზე გადაწყვეტილია რომ არ ეყოლება შროდერი რომელიც გუნდის 60-70%ია, მასეთი გამოკვეთილი ლიდერი ვიზეც თამაში იქნებოდა დამოკიდებული ჩვენ არგვყოლია?? პლიუს შენგელია თუ არიქნება, მაშინ გერმანიას არეყოლება თოკოს თანაგუნდელი იოჰანეს ფოიგმანი...
ცენტრის პოზიცია გვისუსტდება სადაც ზაზა-გიოს მაგივრად ბითაძე-ცქიტიშვილი იქნებიან, მართალია შედარებით სუსტები მაგრამ გარკვეული სიურპრიზების შეთავაზება შეუძლიათ მეტოქისთვის და ორივე კარგად ესვრიან სამქულიანებს, თოკო ფაჩულია-შერმადინის მსგავსად შეუცვლელია, მაგრამ კარგია რომ ფაცაცია ბრუნდება ნაკრებში, პლიუს ცინცაძე შეძლებს თამაშს ევროპაზე უკეთესად რადგან ტრავმა უკან მოიტოვა...
რახან ტუგუში ჩამოცილდა ნაკრებს, კიდევ არა უშავრს.
ტუღუში
პოზიციები ვინც მიუწერა ის აშკარად გონზე არაა:
როგავა 2/1 არის
გოგობერიშვილი 3 და არა 2
ლონდარიძე 4/5 არის
წივწივაძე 1/2
დვალიშვილი 4/5
federerjamesliverpooldelpotro
გერმანიასთან უფრო არ იქნებიან
წარმატებები
თორნიკე და გიორგი ანუ იქნებიანნხო? ესენი თუ იყვნენ 100% გასულები ვართ
თორღვა პანკელი
ტოლიკა ეხლაცაა
როგავა ძაან კარგია და ჩემი აზრით ევროპაზე ბოისას ნაცვლად რეზო როგავა უნდა ჩაესვა ზუროსს, მაგრამ კოტემ ალბათ სხვანაირად ურჩია მაშინ, აწი რას ვიზამთ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
პერტაია ვინაა??როგორი ბიჭია???ანდრონიკაშვილის გამოძახებამ სასიამოვნოდ გამაოცა 16წლის ბავშვისთვის ჩინებული შანსი იქნება....თუ შერმო და თოკო ვერ ჩამოვლენ გაგვიჭირდება მაგრამ გასვლა მაინც რეალურია....ცქიტოს ზამენიდან დავაწყებინებდი და სათადარიგო შედარებით ღრმა გახდებოდა....დიქსონი-მანუ-ფაცაცია-დვალიშვილი-ბითორა და ზამენაზე ბუ-დუდა-ბერიშვილი-ლონდარა-ცქიტო....ხო ჩამოვაყალიბეDDDეს უფრო სურვილია თორე მაინც 7-8 კაცზე გადავა და იმედი მაქვს დვალიშვილს მიეცემა შანსი რომ გვანახოს რა შეუძლია
მოკლე სკამს ვერ გავექცევით, იმედი უნდა ვიქონიოთ რო სხვებსაც დანაკლისი ეყოლებათ.
ცინცაძე, დიქსონი, მანუ,ცქიტიშვილი, ბითაძე და ზამენა დუდა, ამ 6 კაცზე გადავა ყველაფერი და როგორ გაქაჩავენ არ ვიცი.
კაროჩე ჩემი აზრით მსოფლიოზე გასვლის შანსი მაქსიმუმ 30%-ია, მაგრამ შენგელია და შერმადინი თუ დაგვემატა 90% გასულები ვართ მსოფლიოზე რაც ისტორიული შედეგი იქნება და ჩემი აზრით თოკოს და გიორგის საკმარისი სიტყვა ეთქმით იმისათვის რომ დაითანხმონ გუნდები მათ გამოშვებაზე