ფეხბურთი

23:40 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე როსიმ შესაძლოა ბულგარეთის ჩემპიონატში გადაინაცვლოს

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუზეპე როსი შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს. 30 წლის თავდამსხმელის სამსახურით ბულგარული გუნდები, ცსკა და "ლევსკი" არიან დაინტერესებულნი. აღნიშნულ ინფორმაციას Topsport.bg-ი ავრცელებს.

როსი ბოლოს ვიგოს "სელტაში" თამაშობდა, მაგრამ გასული სეზონის ბოლოდან მოყოლებული უკლუბოდ იმყოფება. იტალიელი მოთამაშის მთავარი პრობლემა ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა.

2016-2017 წლების სეზონში როსიმ ესპანეთის ჩემპიონატში "სელტას" მაისურით 18 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანაც მოახერხა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, ასევე ესპანურ "ვილიარეალში" აქვს გატარებული. იტალიის ნაკრებში როსის ანგარიშზე 30 თამაში და 7 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06864