ჩოგბურთი

20:10 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონში დაჯგუფდნენ

წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა შედგა და სეზონის საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ორ ჯგუფად დაიყო.

ა ჯგუფი: დავიდ გოფინი, გრიგორ დიმიტროვი, რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი.

ბ ჯგუფი: მარინ ჩილიჩი, როჯერ ფედერერი, ჯეკ სოკი, ალექსანდრე ზვერევი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 12-19 ნოემბერს გაიმართება. პირველი შეხვედრა, ფედერერი-სოკი, 12 ნოემბერს თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

როჯერ ფედერერს შემაჯამებელი ტურნირი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ აქვს მოგებული (2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113409