ფეხბურთი

16:57 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე - ვარჯიში ჯერ ადრეა

როგორც იცით, ჯანო ანანიძე ტრავმირებულია. ტერფის სახსრის ტრავმის გამო, მას ოქტომბრის შუა რიცხვებში რომში გაუკეთეს ოპერაცია და ჯერ რეაბილიტაციას გადის, რომელიც არცთუ მცირე დროს წაიღებს.

მოკლე ხანში ექიმები შეამოწმებენ მის მდგომარეობას. ამის შემდეგ გაირკვევა, თუ როდის დაიწყებს ვარჯიშს ქართველი ნახევარმცველი. ჯერჯერობით, ჯანო ყავარჯნებით გადაადგილდება.

ჯანომ "სპარტაკი"-"ანჟის" მატჩში (2:2) მიიღო ტრავმა. მას ოქტომბერში ორი სანაკრებო თამაში გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068231