კალათბურთი

21:00 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ოლადიპო და კაზინსი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ნიუ ორლეანის” ფორვარდი დემარკუს კაზინსი და აღმოსავლეთში “ინდიანას” უკანახაზელი ვიქტორ ოლადიპო დაასახელეს.

“ნიუ ორლეანმა” სამ მატჩში ორი მოიგო, კაზინსი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 36.3 ქულას, 16 მოხსნას და 6.3 პასს აგროვებდა.

“ინდიანამაც” სამიდან ორი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ოლადიპო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28.7 ქულას და 4 მოხსნას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11207