სხვა

18:29 | 30.10.2017 | ნანახია 629 - ჯერ

მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპირველობიდან

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

20-29 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა - 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი გახდა სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - ოთარ ნავერიანმა და (60კგ) ბადრი ხუციშვილმა (64 კგ).

აღსანიშნავია, რომ კრივის ფედერაციას წარმატებული სეზონი გამოუვიდა - ქართველმა მოკრივეებმა მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატებზე.

20-29 ოქტომბერი. ანტალია. ევროპის ჩემპიონატი.
სახილ ალახვერდოვი (49 კგ) - ოქრო
ოთარ ნავერიანი (60 კგ) - ბრინჯაო
ბადრი ხუციშვილი (64 კგ) - ბრინჯაო


მსოფლიოს ჩემპიონატი (დიდები)
ოთარ ერანოსიანი (60 კგ) - ბრინჯაო


ევროპის ჩემპიონატი - 22-წლამდელები
ესკერხან მადიევი (69 კგ) - ოქრო
ლაშა გურული (64 კგ) - ვერცხლი


ევროპის ჩემპიონატი - ჭაბუკები
ლუკა კუბლაშვილი (46 კგ) - ვერცხლი
ბაკურ ჩიქოვანი (57 კგ) - ვერცხლი
მამუკა აბულაძე (52 კგ) - ბრინჯაო

msy.gov.ge

0.065493
629