რუსეთის პრემიერლიგის XV ტურში უმნიშველოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ლოკომოტივმა", რომელმაც სანქტ-პეტერბურგში, საჩემპიონო რბოლაში უშუალო კონკურენტი "ზენიტი" დაამარცხა - 3:0.
აღნიშნული მატჩი ვეტერანი პერუელი შემტევის ჯეფერსონ ფარფანის ბენეფისი გამოდგა: სამხრეთამერიკელმა ჯერ დუბლი გაიფორმა, მერე კი ალექსეი მირანჩუკს გაატანინა და "რკინიგზელებმა" 3 ქულა ირგუნეს. "ლოკომოტივმა" "ზენიტს" 3 ქულით გაასწრო და პირველი წრის შემდეგ ლიდერის პოზიციაზე ერთპიროვნულად იმყოფება.
რა თქმა უნდა, მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო სოლომონ კვირკველია, რომელიც ისევ ლიდერობდა თავისი გუნდის დაცვის ხაზს. მიმდინარე სეზონში ჩვენებური მართლაც ჩინებულად ირჯება. პრემიერლიგაში უკლებლივ ყველა, 15-ვე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 2 გოლიც გაიტანა და რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.