ფეხბურთი

22:30 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი - ესტონეთის ჩემპიონი მეოთხედ

ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" ესტონეთის ჩემპიონობა გაინაღდა. ეს ბოლოსწინა ტურში მოხდა, "ფლორამ" 2:0 სძლია "ტამეკას" და ექვსი ქულით გაუსწრო მეორეადგილოსანს. ბეგლარიშვილმა ამ მატჩში 87 წუთი ითამაშა.

ზაქარია 2010 წლიდან თამშობს "ფლორაში" და მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ამის გარდა, ორჯერ აქვს მოგებული ესტონეთის თასი და სამჯერ - სუპერთასი.

27 წლის ქართველი შემტევი "ფლორას" ერთ-ერთი ლიდერია. ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112019