ჩოგბურთი

15:07 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩი და დიმიტროვი წლის შემაჯამებელზე ითამაშებენ

უიმბლდონის ფინალისტმა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა და ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ჩილიჩი აღნიშნულ ტურნირზე მესამედ იასპარეზებს, ხოლო დიმიტროვი პირველად.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში აქამდე განაღდებული რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერს, ალექსანდრ ზვერევს და დომინიკ ტიმს ჰქონდათ. ვაკანტური რჩება კიდევ ორი ადგილი.

ტურნირი ლონდონში 12-19 ნოემბერს გაიმართება, საპრიზო ფონდი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113749