საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის XIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მცველის თამაში გამოცემა Championat.com-მა გამოარჩია.
“ლოკომოტივის” დაცვის ლიდერმა “კრასნოდართან” მაღალ დონეზე ითამაშა და “რკინიგზელებმა” კვირკველიას დამსახურებით მეტოქეს შეტევის საშუალება არ მისცეს”, - წერს გამოცემა.
“ლოკომოტივმა” “კრასნოდარი” 2:0 დაამარცხა და პრემიერლიგაში “ზენიტთან” ერთად ლიდერობს. კვირკველია კი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და იური სიომინის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.