კალათბურთი

19:34 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარდენი და ადეტოკუმბო გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი, ხოლო აღმოსავლეთში “მილოუკის” ლიდერი იანის ადეტოკუმბო დაასახელეს.

“ჰიუსტონმა” სამიდან სამი შეხვედრა მოიგო, ჰარდენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.7 ქულას, 9 პასს და 4 მოხსნას აგროვებდა. ადეტოკუმბო კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 38.3 ქულას, 9.7 მოხსნას, 5 პასს და 2.7 ჩაჭრას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060342