კალათბურთი

12:57 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

უიგინსმა “მინესოტას” ბოლო წამზე მოაგებინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომა” შინ “მინესოტას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე “მინესოტა 112:110 იგებდა, რა დროსაც კარმელო ენტონიმ 3-ქულიანი ჩააგდო და “თანდერი” 113:112 დაწინაურდა. მატჩის საფინალო სირენასთან ერთად ენდრიუ უიგინსმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და “მინესოტას” გამარჯვება მოუტანა - 115:113.

რასელ უსეტბრუკმა გუნდს 31 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა შესძინა. “მინესოტაში” 27-27 ქულით ენდრიუ უიგინსი და თაუნსი გამოირჩნენ.

“ლეიკერსი” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეანთან” 112:119 დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ნიუ ორლენელები დამაჯერებლად იგებდნენ, მეოთხე პერიოდის ბოლოს ლოს ანჯელესელებმა მოახერხეს ხუთი ქულით წინ გასვლა, მაგრამ კაზინსი-დევისის წყვილმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ენტონი დევისმა გუნდს 27 ქულა, 17 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 ბლოკ-შოტი და 3 პასი შესძინა. კაზინსს 22 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. ბოლმა 8 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

“ოკლაჰომა” – “მინესოტა” 113:115 (23:28, 31:33, 21:27, 38:27)

https://www.youtube.com/watch?v=7G9W_-6UWrw

“ლეიკერსი” – “ნიუ ორლეანი” 112:119 (22:34, 33:34, 28:26, 29:25)

https://www.youtube.com/watch?v=sXH1xo0g-E8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112326