ფეხბურთი

15:29 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფა-ს საკლუბო რეიტინგი ცვლილებების გარეშე

უეფამ მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე ტურს აღნიშნულ რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანია.

პირველი ათეული ისევ იდენტურია – ლიდერი მადრიდის “რეალია”, ხოლო სამეულს ისევ ესპანური გუნდები ამაგრებენ. “ატლეტიკო” მეორეა, “ბარსელონა” კი, მას მცირედით ჩამორჩება.

რაც შეეხება ქართულ გუნდებს – საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის “დინამოს” აქვს: 5.250 ქულა, რაც მხოლოდ და მხოლოდ 236-ე ადგილისთვისაა საკმარისი.

აქვე, საკლუბო რეიტინგის პირველი ათეულიც:

1. “რეალი” (ესპანეთი) – 157.799 ქულა

2. “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 136.799

3. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 135.799

4. “ბაიერნი” (გერმანია) – 126.999

5. “იუვენტუსი” (იტალია) – 124.249

6. “სევილია” (ესპანეთი) – 117.799

7. პსჟ (საფრანგეთი) – 110.049

8. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – 101.578

9. “დორტმუნდი” (გერმანია) – 96.999

10. “არსენალი” (ინგლისი) – 91.578

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119032