ფეხბურთი

13:48 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი პუტინის მიწვევით რუსეთში მიდის

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მომავალ წელს რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს დაესწრება. 81 წლის შვეიცარიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მუნდიალზე მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო.

როგორც ცნობილია, რუსეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სწორედ იოზეფ ბლატერის პრეზიდენტობისას მიანიჭეს, ისევე როგორც 2022 წლის მუნდიალის მასპინძლის სტატუსი ყატარს. ფიფას ეს გადაწყვეტილებები საფეხბურთო სამყაროში დღემდე განსჯის საგანია.

ბლატერს პოსტის დატოვება 2015 წელს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში აგორებული კორუფციული სკანდალის გამო მოუწია. ფიფას ეთიკის კომიტეტმა მას ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109349