ფეხბურთი

15:46 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: “რონალდუს მაისურს შევინახავ, თუმცა ვერ გეტყვით ის რას იზამს”

“ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა “რეალთან” დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ლონდონელებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” შესანიშნავი თამაში გამოუვიდათ. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულა, მადრიდელთა პორტუგალიელ მოთამაშეს, კრიშტიანუ რონალდუს მაისური რომ გაუცვალა.

“რონალდუ? თამაშის დასრულების შემდგომ მასთან მივედი და მაისური გავუცვალე, რადგან როდესაც მოზარდი ვიყავი, ის იყო ჩემთვის მაგალითი. მე ამ მაისურს აუცილებლად შევინახავ, თუმცა არ ვიცი ის რას გააკეთებს.

...“რეალის” წინააღმდეგ მატჩი შესანიშნავი იყო. ჩვენმა გულშემატკივრებმა ჩვენით უნდა იამაყონ. ზიდანის მხრიდან შექება? არაერთხელ მითქვამს, რომ დადებითი კომენტარი მხოლოდ აძლიერებს ფეხბურთელს და ვცდილობ, ეს მოტივაცია მეც გამოვიყენო”, - განაცხადა ჰარი კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “სამეფო კლუბისა” და “დეზების” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

რაც შეეხება კეინს, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ 24 წლის ინგლისელი ფორვარდის “რეალში” შესაძლო გადასვლაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11351