ჩოგბურთი

21:21 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბაზელის ტურნირს გამოტოვებს

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ბაზელის ტურნირზე ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ჩოგბურთელი თავად ავრცელებს.

“პირად ექიმთან კონსულტაცია გავაირე და სამწუხაროდ, ბაზელის ტურნირზე ვერ ვითამაშებ. მუხლის ტრავმა მაწუხებს, რომელიც შანხაის ტურნირზეც მიშლიდა ხელს. ახლა კი ექიმმა დროებითი შესვენების აღება მირჩია. მინდა განსაკუთრებული მესიჯი გავუგზავნო შვეიცარიაში ჩემს ფანებს, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ თავიანთ მხარდაჭერას, პატივისცემას ჩემს მიმართ, მაშინაც კი როცა როჯერს ვეთამაშებოდი”- განაცხადა ნადალმა.

რაფაელ ნადალი ბაზელის ტურნირის ფინალში ერთხელ გავიდა - 2015 წელს და როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბაზელის ტურნირი 23 ოქტომბერს დაიწყება და 29 ოქტომბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11549